"ყველაფერი გაკეთდება, რათა "მაესტრო" არ გახდეს "იმედის" ფილიალი"
პოლიტიკა - 13:58, 08 Feb, 2016     3880
ტელეკომპანია "მაესტროს" 25 %- იანი წლის მფლობელის მაკა ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ყველაფერი გაკეთდება, რათა "მაესტრო" არ გახდეს "იმედის" ფილიალი.

ადვოკატის თქმით, ბაია გადაბაძის მიერ დღეს წარმოდგენილი მტკიცებულებებით მტკიცდება, რომ არსებობდა გარიგებები.

"ამ მტკიცებულებების საფუძველზე ბატონი გიორგი გაჩეჩილაძის მიერ ირაკლი რუხაძის შესახებ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების გათვალისწინებით, სრულიად აშკარად მტკიცდება, რომ შპს "სტუდია მაესტროს" 30% წილი შეიძინა და კომპანიის დომინანტი პარტნიორი რეალურად გახდა არა გიორგი გაჩეჩილაძე, არამედ ბატონი ირაკლი რუხაძე. ცნობილია და სადაო არ არის ის ფაქტი, რომ ირაკლი რუხაძე პირდაპირ არის დაკავშირებულ ტელეკომპანია "იმედთან" და მის მართვასთან. შესაბამისად ადგილი აქვს კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევას, მოხდა ეკონომიკურ აგენტზე, შპს სტუდია "მაესტროზე" კონტროლის მოპოვება იმ პირის მიერ, რომელიც უკვე აკონტროლებს კონკურენტ, ეკონომიკურ აგენტს ტელეკომპანია "იმედს" ხსენებული კანონის მე-11 მუხლის თანახმად, ეს ვითარება ფასდება როგორც ორი ეკონომიკური სუბიექტის უკანონო კონცენტრაცია, რომელიც არ არის თავსებადი ნორმალურ კონკურენტულ გარემოსთან და ასევე ამ გზით ადგილი აქვს სამაუწყებლო სფეროში დომინირებული მდგომარეობის მოპოვების მცდელობას. ამავე კანონის მე-18 მუხლის თანახმად კონკურენციის სააგენტომ უნდა დაიწყოს საკითხის მოკვლევა, მოამზადოს დასკვნა კონკურენტული ეფექტის შესახებ და მოახდინოს შესაბამისი შეფასებები და რეაგირება. მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად კი, ადგილი აქვს ურთიერთდამოკიდებულებას, "ტელეიმედი" ირიბად ფლობს მეორე ტელევიზიის, შპს სტუდია "მაესტროს" საწესდებო კაპიტალი წილს. ამ კუთხით ვთხოვთ რეაგირებას საქართველოს კომუნიკაციის ეროვნულ კომისიას. ჩვენ მოვახდენთ შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას და კანონის შესაბამისად ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არ დავუშვათ "მაესტროს" გადაქცევა "იმედის" ფილიალად", - განაცხადა გიორგი გვენეტაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42