"აეროპორტის სანახევროდ გაჩერებაზე პასუხისმგებლები კვირიკაშვილი და ივანიშვილი არიან"- კანდელაკი
პოლიტიკა - 12:47, 08 Feb, 2016     2794
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი გიორგი კანდელაკი თბილისის აეროპორტის მხრიდან დღის რეისების 4 თვით გაუქმებასა და ღამის რეისების შეზღუდვაზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი კვირიკაშვილს აკისრებს. როგორც კანდელაკი აღნიშნავს, თბილისის აეროპორტის ნახევრად გაჩერება ვიზიტორების რაოდენობის შემცირებას გამოიწვევს, რაც თავის მხრივ ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკას და ლარს დააზიანებს.

„როგორც გუშინ გახდა ცნობილი, თბილისის აეროპორტში დღის რეისები ოთხი თვის განმავლობაში არ შესრულდება. აერპორტის ცნობით, ღამის რეისების გაურკვეველი რაოდენობაც გაუქმდება ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე განსახორციელებელი გადაუდებელი სამუშაოების გამო.

თბილისის აეროპორტი არა მარტო გარესამყაროსთან დამაკავშირებელი სატრანსპორტო კვანძი, არამედ ჩვენს ქვეყანაში ტურისტების შემოდინების მნიშვნელოვანი კარიბჭეცაა. ბუნებრივია, რეისების შემცირება ვიზიტორების რაოდენობას - განსაკუთრებით სათხილამურო სეზონის პიკზე, შეამცირებს. ეს კი პირდაპირ დააზიანებს ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკას და ლარს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ რომ ამ კრიზისულ მდგომარეობაზე, „ქართული ოცნება“, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი და ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილია პასუხისმგებელი.

2012 წლის 4 სექტემბერს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ოფიციალურად გახსნა სრულლიად ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობა, რომელიც ერთ წელიწადში უნდა დასრულებულიყო არსებული ზოლის ექსპოლატაციის შეუფერხებლად. ახალმა მთავრობამ, მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა კვირიკაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა აეროპორტის ოპერატორ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება გააუქმეს და განაცხადეს რომ ზოლს თავად სახელმწიფო ააშენებდა. „ოცნების“ სხვა დაპირებების მსგავსად, ცხადია, არც ეს დაპირება შესრულდა. ამასობაში ბოლომდე ამორტიზდა ძველი ასაფრენი ზოლი და დადგა მისი შეკეთების გადაუდებელი აუცილებლობა.

აეროპორტის სანახევროდ გაჩერება წარმოადგენს ამ პოლიტიკური ძალის მიერ მიღებული მავნებლური გადაწყვეტილების ერთ-ერთ მაგრამ არა ერთადერთ მაგალითს. გასულ წელს ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადს უნდა მიეღწია მილიონი მგზავრისთვის - ჯერ კიდევ 2013 წელს უნდა შემოსულიყო დაბალბიუჯეტიანი ფლაგმანი „რაინეარი“. ამის ნაცვლად ქუთაისში ისედაც მცირე მგზავრთა ნაკადი კიდევ უფრო შემცირდა. შეჩერებულია ეკონომიკისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე მრავალი სხვა პროექტი (მაგალითად თბილისის შემოვლითი რკინიგზა). მოცემული კრიზისი კიდევ ერთი დასტურია იმისა რომ მთავრობას არ გააჩნია ეკონომიკური უკუსვლის შეჩერების არც უნარი და არც გეგმა და სწორედ ამიტომ იგი უნდა წავიდეს."- განაცხადა კანდელაკმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42