ენმ მთავრობას მოუწოდებს გაიაფების ხარჯზე არ დაუშვას მედიკამენტების ხარისხის გაურესება
პოლიტიკა - 12:39, 08 Feb, 2016     1120
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივან ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, წამლის დაბალი ფასი, შესაძლოა, მისმა დაბალმა ხარისხმა განაპირობოს, რაც წინააღმდეგობაში მოდის ჯანდაცვის მინისტრის დაპირებასთან, რომ აუცილებელი იყო მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლის გამკაცრება.

„ბიძინა ივანიშვილის მმართველობის მეოთხე წელი ქართული ეკონომიკის სტაგნაციით, სამუშაო ადგილების კლებით, ლარის ვარდნითა და ათიათასობით ოჯახის გაღარიბებით გრძელდება. გაძვირებულია სურსათი და წამლები. იმის ნაცვლად, რომ პენსია 50 ლარით გაეზარდა და ამით საზოგადოების ყველაზე გაჭირვებულ ნაწილს დახმარებოდა, მთავრობა ხალხის ფულის ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეგობრებისათვის უზარმაზარი კრედიტების სახით გამოყოფას აგრძელებს. საპარტნიორო ფონდმა 30 მილიონი დოლარის კრედიტი გამოუყო ახლად დაარსებულ კომპანია “ჰუმანითი ჯორჯიას”, რომელიც თავის მიზნად ქართულ ბაზარზე იაფი მედიკამენტების შემოტანას ისახავს. რატომ მიიღო სახელმწიფო კრედიტი ამ კომპანიამ, ცალკე კვლევის საგანია. ამჯერად საზოგადოების ყურადღება გვსურს გავამახვილოთ მეორე პრობლემაზე. გასულ შაბათს, გადაცემა “ბიზნესკურიერში”, ამ თემასთან დაკავშირებულ სიუჟეტში დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა ვარაუდი გამოთქვა, რომ წამლის დაბალი ფასი მისი დაბალი ხარისხით იქნება განპირობებული. მისი თქმით, საწარმოები, რომლის პროდუქციის შემოტანასაც “ჰუმანითი ჯორჯია” აპირებს, არ ხვდება იმ 500 ინდური საწარმოს სიაში, რომელთა ხარისხი საერთშორისო სტანდარტით მოწმდება.

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მუდმივად საუბრობდა მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრების აუცილებლობაზე. გამოდის, რომ მისი ამოცანა არა ხარისხიანი წამლის პაციენტებისათვის იაფად მიწოდება, არამედ ბიძინა ივანიშვილთან და დავით საგანელიძესთან დაახლოებული პირებისათვის ქართულ ბაზარზე უხარისხო წამლების შემოტანისათვის ხელშეწყობა ყოფილა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საბაზარო კონკურენციის მომხრეა და მიაჩნია, რომ ფასების ზრდას სწორედ კონკურენცია აკავებს. იმავდროულად, სახელმწიფოს ფუნქციაა, არ დაუშვას მედიკამენტების ხარისხის გაურესება, რადგან ეს პაციენტთა ჯანმრთელობასა და მკურნალობის ხარისხზე აისახება.

2013 წლის 28 ოქტომბერს დავით სერგეენკომ განაცხადა: „არსებობს მედიკამენტების ხარისხის კონტროლის საერთაშორისოდ მიღებული სისტემა, რომლის დანერგვაც შედის ჩვენს გეგმებში და ვაპირებთ წლის ბოლოდან ან მომავალი წლის დასაწყისიდან დავიწყოთ. ხარისხის კონტროლის სისტემის დანერგვა ჩვენ საშუალებას მოგვცემს ხელი შევუწყოთ ადგილობრივ მრეწველობას. 2015 წლის 28 ნოემბერს კი დავით სერგეენკო აცხადებს: “საქართველოში არ არსებობს მედიკამენტების ხარისხის კვლევის სისტემა.”- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42