ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალური წარმომადგენელის ჯეიმს აპატურაის მოსაზრებით ნატოსთან ურთიერთობაში პასუხისმგებლობა აკისრია როგორც საქართველოს ხელისუფლებას ასევე მის ოპოზიციასაც. აპატურაის თქმით ოპოზიციამ ალიანსთან ურთიერთობაში აქცენტი იმპლემენტაციაზე უნდა გააკეთოს და მთავრობა მაპ-ის ვერ მიღების გამო არ უნდა გააკრიტიკოს, რადგან მაპის მიღება ახლა ნამდვილად ვერ მოხდება:
„ეს არის როგორც ხელისუფლების ასევე ოპოზიციის პასუხისმგებლობა . თუ მთავრობას ყურადღება გამახვილებული აქვს იმპლემენტაციაზე, ოპოზიცია უნდა დაფიქრდეს , რამდენად სასარგებლოა მთავრობას მოსთხოვონ მაპი და მერე განაცხადონ, რომ ხელისუფლებამ წარმატებას ვერ მიაღწია , ვინაიდან ვერ მიიღეს მაპი, რომელიც ვერ მიიღო ვერავინ და რომლის მიღებაც ახლა შეუძლებელია. მესმის შიდა პოლიტიკა და არ მინდა მასში ძალიან ჩავერიო, მაგრამ ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის უკეთესი იქნება აქცენტი იმპლემენტაციაზე, რადგან მაპის მიღება ახლა ვერ მოხდება. არ უნდა ვუყუროთ ამ საკითხს ბრმად და რატომ უნდა ვაქციოთ პოლიტიკურ ფეხბურთად?!“- განაცხადა აპატურაიმ.
მასალის გამოყენების პირობები






