ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალური წარმომადგენელის ჯეიმს აპატურაის განცხადებით დეკემბერში ნატოს მიერ მიღებულმა განცხადებამ უფრო მკაფიოდ თქვა, რაც აქამდე ნატოს განცხადებებში მინიშნებებით ეწერა:
„ყოველთვის იგულისხმებოდა რომ მაპ-ი არის საჭირო და ახლა პირდაპირ წერია. მეორე საკითხი რაც აღინიშნებოდა და ახლა პირდაპირ ითქვა, არის ის , რომ მზაობის თვალსაზრისით საქართველოს აქვს ყველაფერი, რაც ჭირდება და მაპ-ი როგორც ინსტრუმენტი არ არის დიდად განსხვავებული იმ პროგრამებისგან რომელშიც საქართველო უკვე ჩართულია. ამიტომ ვფიქრობ , რომ ჩვენ მართლაც წავიწიეთ წინ, მესამე ეს არის წევრობის სამოქმედო გეგმის პოლიტიკური ხასიათი, გულახდილად გითხრათ მაპი შეიქმნა როგორც პრაქტიკული ინსტრუმენტი, მას არ უნდა ქონოდა ასეთი პოლიტიკური მნიშვნელობა, როგორიც ახლა აქვს. იმის თქმით, რომ მაპი ისევ საჭიროა ხაზს ვუსვამთ მის პოლიტიკურ ხასიათს. ეს არის რეალობა , მოგვწონს ეს თუ არა.“- აღნიშნა აპატურაიმ. მისი თქმით ის რომ ქართველი იყოს მოხარული იქნებოდა იმ მიღწევებით რაც საქართველოს ნატოსთან დაახლოების გზაზე აქვს.
„ჩემთვის მე რომ ქართველი ვიყო ვიქნებოდი მოხარული, მაგრამ მე კანადელი ვარ. ვგრძნობ თავს ნახევრად ქართველად. მე რომ ვიყო ასპირანტი ქვეყნიდან ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა ნატოში შესვლა და არა მაპის მიღება. მაპი ნაბიჯია. მიზანი კი რასაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა იზიარებს არის ნატოს წევრობა.“- განაცხადა აპატურაიმ.
მასალის გამოყენების პირობები






