ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალური წარმომადგენელის ჯეიმს აპატურაის განცხადებით საქართველოსთან დაკავშირებით ნატო-ს გადაწყვეტილებაზე რუსეთი გავლენას ვერ მოახდენს. აპატურაის თქმით რუსეთის წინაარმდეგობის მიუხედავად ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრები გახდნენ ბალტიისპირეთის, ვიშეგრადის ქვეყნები და მოწვევა მიიღო მონტენეგრომ. როგორც აპატურაი აცხადებს, იმისდა მიუხედავად, რომ რუსეთს ნატო-სთან საუბრის სურვილი არ აქვს ალიანსი მაინც ცდილობს მასთან დიალოგს:
„თუ რუსეთთან გვექნება მოლაპარაკება ეს დაიწყება უკრაინით, რომელმაც ჩვენი ურთიერთობები გაართულა. უნდა ვნახოთ რუსეთს სურს თუ არა საუბარი, არ მგონია სურდეთ მაგრამ უნდა ვეცადოთ. ნახონ რომ ვცდილობთ და თუ დავიწყებთ ეს იქნება ყველასათვის უკეთესი მათ შორის საქართველოსთვის, რუსეთისთვისაც კი.
მე არ ვფიქრობ რომ ნატოში წევრობის შესახებ საქართველოს მისწრაფებაზე რუსეთს ვეტოს დადება შეეძლოს. რუსეთი ეწინააღმდეგებოდა ბალტიისპირეთის, ვიშეგრადის ქვეყნების გაწევრიანებას, ეწინააღმდეგებოდა მონტენეგროს, ჩვენ მონტენეგროს დაპატიჟებით დავამტკიცეთ, რომ რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად გადაწყვეტილებებს მაინც მივიღებთ.
არ ჩამოვაფარებთ ფარდებს და არ ვიზრუნებთ მხოლოდ ჩვენს თავზე, უფრო და უფრო აქტიურად დავეხმარებით პარტნიორებს და ასპირანტ ქვეყნებს, რომ შევძლოთ მათი ტერიტორიის დაცვა და მათი პოლიტიკური მანევრირების თავისუფლების უზრუნველყოფა დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.“- განაცხადა აპატურაიმ.
მასალის გამოყენების პირობები






