ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალური წარმომადგენელის ჯეიმს აპატურაის განცხადებით საქართველო ვარშავის სამიტზე მაპ-ს ვერ მიიღებს. აღნიშნული განცხადება აპატურაიმ ქეთევან ქარდავასთან ინტერვიუში, "მოამბის" ეთერში გააკეთა.
„მაპ-ის საკითხზე თანხმობა ჯერ არ არის და გულახდილად რომ ვთქვათ ეს არის ის რისი გაკონტროლებაც ძნელად თუ შეგვიძლია. რასაც ჩვენ ვაკონტრილებთ ეს არის პრაქტიკული იმპლიმენტაცია. რა უნდა გავაკეთოთ ერთად? უნდა დავრწმუნდეთ , რომ პრაქტიკული მომზადების კუთხით ყველა ცარიელი ადგილი შევავსეთ და მოვა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დროც. ვფიქრობ პროცესს დააზიანებს თუ ყველა პოლიტიკურ შეხვედრაზე მაპი დასახელდება მიზნად, ვფიქრობ ეს ქმნის იმედგაცრუებას.“- აღნიშნა აპატურაიმ.
ნატოს წარმომადგენლის თქმით, საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებასთან დაკავშირებით საწინააღმდეგო პოზიციის მქონე ქვეყნები თავის გადაწყვეტილებას იმით ხსნიან, რომ უსაფრთხოების გარანტიების გარეშე საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭება, ქვეყნისთვის რისკს გაზრდის:
„საქართველოსთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად ზოგი მზადაა, ზოგი არა. მე ვიცი ზოგიერთი წინააღმდეგობის გამწევი ქვეყნის პოზიცია, ისინი ფიქრობენ, რომ უსაფრთხოების გარანტიების გარეშე საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭება თქვენი ქვეყნისთვის რისკს გაზრდის, ამიტომაც ურჩევნიათ აქცენტი იმპლიმენტაციაზე იყოს. ომის გამეორების შესაძლებლობამდე არ მივდივართ, მაგრამ არ უნდათ რომ საქართველოში ცხოვრება გაართულონ.
თუ რაიმე დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებები არ მოხდა, დეკემბერში მიღებული განცხადების ცვლილებას არ ველოდები. ვარშავის სამიტზე მე ველი სოლიდარობას და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ ძლიერ განცხადებას. ასევე ნაბიჯებს საქართველოს არსებითი პაკეტის გასაძლიერებლად. ეს არის საქართველოს პასუხისმგებლობა და ასევე ნატოს პასუხისმგებლობა. მე შემიძლია ვისაუბრო ნატოს მხრიდან, რომ ჩვენ ბოლომდე არ გაგვიკეთებია რაც საჭირო იყო. ვმუშაობთ ქართულ მხარესთან იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ , რომ თქვენი მხრიდანაც ყველაფერი კეთდება.“- განაცხადა აპატურაიმ.
მასალის გამოყენების პირობები






