ჩალაგშვილის თქმით, როგორც კი გაზპრომი მიაღწევს სასურველ შედეგს, რომ 100%-იანი წილი შეიცვალოს ფულადი ანაზღაურებით, საქართველო ერთი წლის შემდეგ 10%-ის ნაცვლად მიიღებს 2% გაზს იმ ფულით, რასაც გადაიხდის აღნიშნულ გატარებაში.
,,მთელი ევროპა, უკრაინაც უარს ამბობს რუსულ გაზზე დ ყველა ცდილობს, რომ მოძებნონ ალტერნატიული წყაროები და ჩვენ ვართ მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი საქართველო, რომელმაც გავაღვიძეთ ეს დაძინებული გველეშაპი ერთი ადამიანის სავარაუდოდ ხუშტურის გამო ან გაუაზრებელი პოლიტიკის და გაუაზრებელი ნაბიჯების გამო,“-აცხადებს ჩალაგაშვილი.
„თავისთავად ცხადია ის, რომ დეფიციტი გარკვეული რაოდენობის შეიქმნებოდა, ეს ვიცოდით ჩვენ ჯერ კიდევ 5 წლის წინ, როდესაც ახალი თბოსადგურის შეკვეთა განახორციელა საქართველომ, შესაბამისად ძალიან მცირე და არა ბევრი ეს დეფიციტი შესაძლებელი იყო, რომ მოგვარებულიყო უპრობლემოდ თუ 5-7 თვის წინ საქართველოს მთავრობა ამის თაობაზე მისცემდა შეტყობინებას სოკარს. ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ დღეს არანაირი დეფიციტი არ არსებობს იმიტომ, რომ მხოლოდდამხოლოდ ეს ერთი თბოსადგური დაემატა საქართველოს და მეტი არაფერი. სოკარს შეუძლია ყოველგვარი ტექნიკური სამუშაოების გარეშე უზრუნველყოს დღევანდელი თბოსადგურის მომარაგება სოციალური გაზით და არანაირი დეფიციტი არ იარსებებს,“-აცხადებს გურამ ჩალაგაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






