გიორგი გვენეტაძის თქმით საჯარო რეესტრში ლევან გაჩეჩილაძე არხის გენერალურ დირექტორად ვერ დარეგისტრირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება უკანონო გადაწყვეტილება, ვინაიდან ამჟამინდელი გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე არის გაფიცული, ამ ვითარებაში მისი თანამდებობიდან გათავისუფლება არის უკანონო. გვენეტაძის განმარტებით, თუკი ლევან გაჩეჩილაძე დარეგისტრირდება ახალ გენერალურ დირექტორთან, ძმებ გაჩეჩილაძეებს მოუწევთ საჯარო რეესტრში მოუწევთ სასამართლო გადაწყვეტილების წარდგენა, რომლის მიხედვითაც დასაბუთებული იქნება ბაია გადაბაძის უკანონო გაფიცვა. თუ ლევან გაჩეჩილაძე დარეგისტრირდება, ის შეძლებს კომპანიის მართვას, თუმცა არა შენობაში შესვლას, რადგან შენობა, სადაც მაესტროა განთავსებული არის მაკა ასათიანის ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი ქონება და საიჯარო ხელშეკრულებას ვადა 2015 წლის 31 დეკემბერს გაუვიდა.
ცნობილია, რომ ხვალ ბაია გადაბაძე 12:00 საათზე ბრიფინგს მართავს, სადაც ის ისაუბრებს მიმოწერასა და დოკუმენტაციაზე, რომელიც წილების უკანონო გასხვისებას უკავშირდება. გადაბაძის თქმით, მასთან ერთად ბრიფინგს გამართავს მაკა ასათიანის ადვოკატი, რომელიც საქმის სამართლებრივ მხარეს შეაფასებს.
,,როდესაც დოკუმენტებს გადავხედე, იურისტებმა მითხრეს, რომ ამას აქვს სამართლებრივი კვალიფიკაცია და ამიტომ ყველა მხარე საქმის კურსში ჩავაყენე. ეს იქნება მიმოწერა და დოკუმენტაცია, საიდანაც ნათლად ჩანს რომ ეს არ არის ქველმოქმედებაში ჩადებული ფული. მაკა ასათიანი ხვალ შეხვდება ჟურნალისტებსაც“ - განაცხადა ბაია გადაბაძემ.
,,მე დამიკავშირდა ქალბატონი მაკა, ვესაუბრე მამუკა ღლონტსაც და რომ რაიმე შეფერხება რომ არ მიადგეს მაესტროს, დროებით შევჩერდი და საკითხს ერთად გადავწყვიტავთ“ - განაცხადა ბაჩო კიკაბიძემ.
,,იჯარას მორიგი ვადა 2015 წლის 31 დეკემბერს ამოეწურა და მაესტროს აქ ყოფნა არის მხოლოდ კეთილ ნებაზე დამყარებული, მას აქვს უფლება თავისი კომპანია მართოს, მაგრამ მესაკუთრესაც აქვს უფლება თავის კუთვნილ შენობაში არ შეუშვას“ - განაცხადა გიორგი გვენეტაძემ.
მაკა ასათიანს თბილისში დღეს საღამოს ელოდებიან. მაესტროში წილებთან დაკავშირებული დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც გია გაჩეჩილაძემ საკონტროლო პაკეტი მოიპოვა.
მასალის გამოყენების პირობები






