,,ჩვენი ამოცანაა ავამოქმედოთ ყველა მიძინებული პოტენციალი“ - ,,თავისუფალმა დემოკრატებმა“ თბილისის კონფერენცია გამართეს
პოლიტიკა - 17:15, 07 Feb, 2016     1125
დღეს, „თავისუფალი დემოკრატების“ თბილისის საქალაქო ორგანიზაციის კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს. ზურაბ აბაშიძე თბილისის ორგანიზაციის მიერ, ამ პოსტზე წარდგენილილი ერთადერთი კანდიდატი იყო. ასევე არჩეულ იქნა თბილისის საქალაქო ორგანიზაციის გამგეობა, რომელიც 27 წევრისგან შედგება. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ვიქტორ დოლიძე, რომელმაც საქართველოს ევროპულ პერსპექტივებზე ისაუბრა. ასევე დღევანდელ ღონისძიებაზე თამარ ამაშუკელმა თბილისის განვითრების სტრატეგია წარმოადგინა, ხოლო ვასილ რევიშვილმა პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ეკონომიკურ ხედვაზე გაამახვილა ყურადღება. თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის და გამგეობის წევრების არჩევის შემდეგ დელეგატებს სიტყვით მიმართა თბილისის ორგანიზაციის არჩეულმა თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძემ. კონფერენციის დასასრულს დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერიმა ირაკლი ალასანიამ.

„სწორედ გაუტეხელობა, უკომპრომისობა, ჯიუტი ოპტიმიზმი არის საფუძველი, რაზეც "თავისუფალი დემოკრატები" საკუთარ პარტიასაც და საკუთარ თავსაც საზოგადოებაში გამოკვეთილად ვხედავთ. ჩვენი ამოცანაა ავამოქმედოთ ყველა მიძინებული პოტენციალი. ჩვენი ამოცანაა, მოვიხმოთ და გავაძლიეროთ ყველა რესურსი, გამოვიყენოთ ის გამოუყენებელი შესაძლებლობები, რომელიც დღეს უქმად არის ჩვენი ხელისუფლების დაუგეგმავი, არათანმიმდევრული, გულგრილი დამოკიდებულების გამო" - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

დღევანდელი კონფერენციით დასრულდა თბილისის ორგანიზაციის სტრუქტურული ფორმირება. თბილისში „თავისუფალ დემოკრატებს“ უკვე აქვთ სრულად გამართული ათი რაიონული ორგანიზაცია. აღსანიშნავია, რომ ეს ორგანიზაციები ჩამოყალიბდა თვითმმართველობის პრინციპზე დაფუძნებით. პარტიის რაიონული კონფერენციების მიერ არჩეულ იქნა გამგეობები, რომლებმაც თავის მხრივ, საკუთარი რიგებიდან აირჩიეს რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო შიდა პარტიული დემოკრატიისთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42