"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ კომენტარი გააკეთა კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის ვახტანგ აბაშიძის განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური არხის გასხვისებაზე საუბარი არ მიმდინარეობს.
ირაკლი ალასანიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა გუშინ გაკეთებული განცხადება და აღნიშნა, რომ მან იცოდა "კავკასუს ონლაინისა" და "მობიტელის" შესახებ მოლაპარაკებების შესახებ, თუმცა, ფაქტების გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ საუბარია სწორედაც მაგისტრალური ხაზის გასხვისების საკითხზე და ვიმ-პელ-კომი დაინტერესებულია, რომ სწორედ ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური ხაზი შეიძინოს და ეს მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაშია შესული. ირაკლი ალასანიას განცხადებით, უფრო დეტალურად ამ საკითხზე პარტიის ხვალინდელ ბრიფინგზე გახდება ცნობილი.
აღნიშნული განცხადება ირაკლი ალასანიამ პარტიის თბილისის ორგანიზაციის შეკრებაზე გააკეთა. ამ შეკრებით, ალასანიას განცხადებით
მასალის გამოყენების პირობები






