ალასანიას თქმით, ხელისუფლება მის გასხვისებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს. თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ეროვნული მარეგულირებელი კომისიისგან განმარტებას ითხოვს, მისივე თქმით, თავისუფალმა დემოკრატებმა აღნუშნულთან დაკავშირებით კომუნიკაციების ეროვნულ მარეგულირებელ კომისიას წერილობითაც მიმართეს. თავისუფალი დემოკრატების ლიდერი აცხადებს, რომ ეს არის საგანგაშო და რისკის ქვეშ აყენებს ქვეყნის უსაფრთხოებას.
„სტრატეგიული ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხი, რომლითაც იღებს საქართველო ინტერნეტს და მიბმულია ევროპასთან, მის გასხვისებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ აქამდე ეს იყო ქართული კომპანიის ხელში და გვაქვს ინფორმაცია, რომ, სავარაუდოდ, ამას რუსული კომპანია ვიმ-პელ-კომი შეიძლება დაეპატრონოს. ეს ინფორმაცია იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, რომ აუცილებელია, განმარტება გააკეთოს ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ. დღევანდელ მსოფლიოში იმდენად დიდია რისკი კიბერთავდასხმების, რომ ეს საკმაოდ საგანგაშო ინფორმაციაა,“ - აცხადებს ირაკლი ალასანია.
მასალის გამოყენების პირობები






