ნარმანიამ განათლების, სპორტისა და ახლგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის 2015 წლის ანგარიში მოისმინა
პოლიტიკა - 17:18, 06 Feb, 2016     1042
თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახლგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ გასული წელი შეაჯამა. 2015 წლის ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერი დავით ნარმანია მერიისა და საკრებულოს წევრებთან ერთად დაესწრო.

ანგარიშის მიხედით, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, „თბილისი 2015“- ის ფარგლებში აშენდა 5 სპორტული ობიექტი, 2 სპორტულ ობიექტს კი სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ასევე, გასულ წელს თბილისმა უეფა-ს სუპერთასს უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში მოხდა ,,დინამო არენას’’ სრული რეაბილიტაცია. ასევე, დაგეგმილია კომენტირების ახალი სისტემის დანერგვა, რომლის მეშვეობითაც უსინათლო და მცირემხედველ გულშემატკივრებს მატჩის სრულად აღქმის შესაძლებლობა მიეცემათ.

გარდა ამისა, 2015 წელს გაიხსნა თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრი, რომელსაც ამიერკავკასიაში ანალოგი არ აქვს. სპორტული კომპლექსი შშმ პირებისათვის მთლიანად ადაპტირებულია.

ანგარიშის მიხედვით, სპორტის მიმართულებით ქონების გადასახადი 2015 წელს 1000-ჯერ შემცირდა. მწვრთნელთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შემუშავდა ახალი დებულება, შედეგად ბიუჯეტიდან 380 000 ლარი დაიზოგა.

დავით ნარმანიას განცხადებით, 2015 წელი გამორჩეული იყო სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების თვალსაზრისით. „დედაქალაქში ჩატარდა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, უეფას სუპერთასის ფინალი, ჭადრაკის გრან-პრი და ა.შ. ძალიან ბევრი ღონოსძიება ჩატარდა სპორტისა განვითარებისა და ახალგაზრდებისათვის ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად. წელს კიდევ უფრო მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო ღონისძიება ჩატარდება დედაქალაქში. ვიწყებთ ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობას, მოეწყობა ახალი და აღდგება ძველი სპორტული მოედნები. გვინდა, უფრო მეტად შევუწყოთ ხელი სპორტის განვითარებას და ახალგაზრდებისთვის კიდევ უფრო ჯანსაღი გარემო შევქმნათ“ განაცხადა თბილისის მერმა.

განათლების, სპორტისა და ახლგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის, ირაკლი გვილავას განცხადებით, 2015 წელს მიღებული ახალი წესის შესაბამისად, სოციალურად დაუცველი სტუდენტები სწავლის 100%-იან დაფინანსებას მიიღებენ. ასევე, დაინერგა წარმატებული სტუდენტების წახალისების პროგრამა - მაგისტარტურის მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები მერიის მუნიციპალური სტიპენდიას მიიღებენ. ამასთან, ,,ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის’’ პროგრამის ფარგლებში სამსახურმა შეიძინა ადაპტირებული ტრანსპორტი, რომელიც განსაკუთრებული საჭიროების მოსწავლეებს მოემსახურება.

2015 წელს რაჭაში შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის მერიის ახალგაზრდული ბანაკი მოეწყო, რომელმაც 1000-მდე სტუდენტს უმასპინძლა.

ანგარიშის წარდგენასთან ერთად, ირაკლი გვილავამ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მომავალ წელს დაგეგმილია ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა. აშენდება სამი სარაგბო სტადიონი, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა. ასევე, 2016 წელს დაიწყება ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა, რომელიც 2017 წელს დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42