საპარლამენტო უმრავლესობა პოლიტიკურ დაინტერესებას კატეგორიულად გამორიცხავს.
"ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ ამ ქვეყანაში იყოს მედია პლურალიზმი, ჟურნალისტებს, მედია საშუალებებს ქონდეთ საქმიანობის თავისუფლება და არ დაირღვეს მათი უფლებები,“ - აღნიშნა მანანა კობახიძე.
საპირისპირო მოსაზრებები აქვთ ოპოზიციში. ისინი მიმდინარე პროცესებს საარჩევნო წელს უკავშირებენ.
ოპოზიციის შეგასებით, უმრავლესობას სურს მისთვის სასურველი საინფორმაციო ველი შექმნას.
„ის, რაც დღეს მაესტროში ხდება, მე მგონი, ყველასთვის გასაგებია, რომ ეს დაკავშირებულია მოახლოებულ არჩევნებთან. წინასაარჩევნოდ ზოგი ფინანსური რესურსების, ზოგი კი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ცდილობს ხელში ჩაიგდო მედიასაშუალებები. ამიტომ, რა თქმა უნდა, პოლიტიკა და მაესტრო დღეს განუყოფელია,“ - აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე.
ოპოზიციის დეპუტატების არგუმენტებს იზიარებს თავისუფალი დემოკრატების ლიდერიც.
"საარჩევნო წელს რომ ასეთი ცვლილებები იგეგმება და ხორციელდება, ბუნებრივია, ეჭვს აღძრავს, რომ ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს სარედაქციო თავისუფლების შეზღუდვას. ის გამოცდილება, რაც ჩვენ გვაქვსრუსთავი 2-თან დაკავშირებით, ძალიან დიდ ეჭვებს ბადებს საზოგადოებაში," - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






