ტრანსგენდერი ქალის, ბიანკა შიგუროვას გარდაცვალებას, სოციალურ ქსელში ეხმაურება კესარია აბრამიძე, რომელიც აღშფოთებას გამოხატავს იმ ადამიანების მიმართ ვინც ამ ფაქტთან დაკავშირებით უცენზურო და „ბოროტ“ კომენტარებს აკეთებს. მისი აზრით ამ კომენტარების ავტორებიც ჩვეულებრივი პოტენციური მკვლელები არიან.
„უპირველეს ყოვლისა ვიზიარებ მწუხარებას! მე ამ ადამიანს პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ ძალიან მეწყინა. თუმცა სამარცხვინოა როცა ადამიანის სიკვდილზე, თითქმის ყოველი მეორე კომენტარია: ღირსი იყო, ნეტა აქამდე რატო არ მოკვდა და ათასი სიბოროტე. ვერ წარმომიდგენია ადამიანის სიკვდილი ასე როგორ უნდა უხაროდეს ხალხს როცა ქრისტიანობაზე და ადამიანობაზე აქვთ პრეტენზია. ყველაზე დიდი სირცხვილი მათი მკვლელების სათანადოდ დაუსჯელობაა თან. ვფიქრობ კომენტარის ავტორებიც პოტენციური მკვლელები ხართ სანამ სხვისი სიკვდილით ხალისობთ. დაფიქრდით, ხვალ თქვენი შვილი როგორი გაჩნდება და რა გზას აირჩევს“-წერს კესარია აბრამიძე სოციალურ ქსელში.
მასალის გამოყენების პირობები






