ეგვიპტე საქართველოდან ცოცხალი ცხოველების და ხორცპროდუქტების იმპორტით დაინტერესდა
პოლიტიკა - 12:04, 05 Feb, 2016     2274
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოს ეგვიპტის სოფლის მეურნეობისა და მელიორაციის სამინისტროს ვეტერინარული მომსახურების გენერალური ორგანიზაციიდან მაღალი რანგის წარმომადგენლები სტუმრობენ. ეგვიპტის დელეგაციის ვიზიტის მიზანი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოდან ცოცხალი საქონლის და ხორცპროდუქტების იმპორტთან დაკავშირებული ვეტერინარული პროცედურების შეთანხმება და ეპიდემიოლოგიური ვითარების გაცნობაა.

დელეგაციის წევრებმა ქართველ კოლეგებთან ერთად დაათვალიერეს მეფრინველეობის ფაბრიკები და საქართველოში მოქმედი სასაკლაოები, სადაც ცხოველთა დაკვლა ჰალალის წესით წარმოებს. სტუმრებს გააცნეს ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის თანამედროვე დიაგნოსტიკური მეთოდები.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის მიხეილ სოხაძის განცხადებით, არაბული ქვეყნების დაინტერესება საქართველოდან ცოცხალი ცხოველების და ხორცპროდუქტების იმპორტით მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც ხელი შეუწყო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულმა ღონისძიებებმა და საქართველოს როგორც კეთილსაიმედო ქვეყნის იმიჯმა.

უცხოურ დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ეგვიპტის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარული კარანტინის ცენტრალური დეპარტამენტის დირექტორი, დოქტორი საიდ გადელმავლა, ცხოველთა ჯანმრთელობის კვლევის ინსტისტუტის ვიცე დეკანი, პროფესორი მუმტაზ შაჰინი, ვეტერინარიის ექსპერტი, დოქტორი ჰიაეკდინ ჰუსეინ აბდელმაგედი და ეგვიპტის ბიზნესწრეების წარმომადგენლები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42