„ყველა ერთად დავსხდეთ, სწორედ პრეზიდენტთან, იმ ინსტიტუტთან, რომელიც არჩევნებში არ მონაწილეობს, არ არის პოლიტიკური პარტიის წევრი და არ მონაწილეობს ამ პოლიტიკურ შეჯიბრში და რომლისთვისაც ამ კონკრეტულ მომენტში მნიშვნელოვანია დემოკრატიული სტანდარტების შენარჩუნება და გაღრმავება. მე განვაცხადე მზაობა ამ შეკრებასთან დაკავშირებით და ვარ მოლოდინის რეჟიმში. ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის დოკუმენტის შექმნა იქნება მნიშვნელოვანი, როგორც საარჩევნო პორცესისათვის ასევე მომავალი არჩეული პოლიტიკური ძალების ლეგიტიმაციისათვის და დემოკრატიის მაღალი სტანდარტის შენარჩუნებისათვის. მე იმედი მაქვს, რომ მომავალი არჩევნები არ იქნება ორ პოლუსიანი და მოგვცემს უფრო მეტ საშუალებას ავირჩიოთ ჩვენი შეხედულებების მხარდამჭერი პოლიტიკური ძალები. იმედი მაქვს ეს არჩევნები იქნება შეჯიბრება შეხედულებების და არ იქნება ბრძოლა ერთმანეთის განადგურებისათვის“- განაცხადა პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






