"მათ ტემპერატურის აწევა უნდათ"- პრეზიდენტის კომენტარი გოგი თოფაძის განცხადებაზე
პოლიტიკა - 22:26, 04 Feb, 2016     2089
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის თქმით მის წინააღმდეგ კამპანია მიმდინარეობს , თითქოს მას სძულს საკუთარი სამშობლო. პრეზიდენტი ამ კამპანიას გარკვეულწილად საარჩევნო წელს უკავშირებს, მისი თქმით პოლიტიკოსები ამ გზით ტემპერატურის აწევას ცდილობენ:

"კამპანია, რომელიც გუშინ დაიწყო სახელწოდებით - "საქართველოს პრეზიდენტს სძულს თავისი სამშობლო." ეს ხომ არ არის პირველი კამპანია, ჩვენ ეს ადრეც გვესმოდა. მე გამოვაცხადე 2015 წელი ქალთა წლად და დაიწყო კამპანია, რომ საქართველოს პრეზიდენტს უნდა, რომ ქალები ციხეში იჯდნენ. როდესაც მე ვსაუბრობდი სახვადასხვა საკითხებზე დაიწყო კამპანია, რომ საქართველოს პრეზიდენტს ფუფუნება უყვარს. მე მახსოვს კამპანია, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეკრულია ნაციონალურ მოძრაობასთან. მე მიჭირს ამ კამპანიების ტალღების კომენტირება, ან მათი მიზეზის განსაზღვრა, არც ვუღრმავდები ამ საკითხებს. საწუხაროა ის, რომ ეს პოლიტიკის ნაწილი არ არის. ეს პიარის ნაწილია, რომელიც პოლიტიკას არ უკავშირდება. გუშინ პარლამენტში გამოსვლისას ალბათ საკრიტიკებელი იყო ჩემი წინადადებები, მაგრამ რეალურად ხომ კრიტიკა არ ისმოდა. მე პარლამენტარების მოსაზრებებს ყურადღებით ვუსმენ ხოლმე. ეს არის მოსაზრებები საქართველოს პოლიტიკური სპექტრის. ჩემი საპარლამენტო გამოსვლის ადრესატი იყვნენ პოლიტიკოსებიც, მაგრამ მნიიშვნელოვანწილად საქართველოს მოსახლეობა. საკითხები, რომლებიც განვიხილე აწუხებს საქართველოს მოქალაქეებს. ჩემი აზრით, შევეხე ყველაზე რთულ საკითხებს. შესაბამისად, მე მესმის, რომ არსებობს გარკვეული კრიტიკა. ვფიქრობ, ეს არის კრიტიკა პოლიტიკოსების, რადგანაც მათ ტემპერატურის აწევა უნდათ. დღეს ხომ ფაქტობრივად, ყველა ის დეპუტატი, რომელთანაც მე ვსაუბრობდი იმ დარბაზში, არიან არჩევნების რეჟიმში. ესეც, ალბათ, გარკვეულ გავლენას ახდენს პრობლემების აღქმაზე. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ბევრმა პოლიტიკოსმა გაიგო ჩემი გზავნილი",-აღნიშნა მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42