ფაქტია, რომ არჩევნების მოახლოების წინ სატელევიზო სივრცის გადანაწილება დაიწყო.
„მაესტროს“ უკვე ყოფილი დირექტორი ბაია გადაბაძე პოლიტიკურ ინტერესებზე ალაპარაკდა.
გადაბაძეს აინტერესებს რატომ გაიყიდა გაკოტრებული კომპანიის წილი რამდენიმე მილიონად.
საკონტროლო პაკეტის 55-პროცენტიანი წილის მფლობელი "მაესტროს" ერთ-ერთი დამფუძნებელი, გია გაჩეჩილაძე გახდა, რომელმაც არხის დირექტორად პოლიტიკური წარსულის მქონე ძმა ლევან გაჩეჩილაძე დანიშნა.
გაჩეჩილაძეები არ მალავენ, რომ ტელეკომპანის საკონტროლო პაკეტი ირაკლი რუხაძის ფინანური დახმარებით იქნა შეძენილი.
როგორც ცნობილია ირაკლი რუხაძე ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის ბიზნესებს განკარგავს. ის პირდაპირ დაკავშირებულია ტელეკომპანია „იმედთან“ ამიტომ გადაბაძეს აინტერესებს რატომ დააფინანსა კონკურენტი არხი რუხაძემ, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს.
„ვინც იხდის ფულს, ის უკვეთავს მუსიკას... მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სარედაქციო პოლიტიკაში ჩაერევა არა გია ან ლევან გაჩეჩილაძე, არამედ ირაკლი რუხაძე, რომელიც ფულს იხდის" - ამბობს გადაბაძე.
„ნიუპოსტის“ მკითხველს ერთ საინტერესო დეტალს შევახსენებთ,
დაახლოებით ერთი თვის წინ ტელეკომპანია "იმედმა" ერთი წლით ტელეკომპანია "მაესტროს" სარეკლამო დროის 100% იყიდა და ამ გარიგებაში 4 მილიონი დოლარი გადაიხადა.
იყო თუ არა ეს „მაესტროს იმედიზაცის“ დასაწყისი წინასაარჩევნო აქტივობები გვიჩვენებს. როგორც ჩანს „მაესტროს“ ახალი მენეჯმენტის მთავარი ამოცანას ახლა რეიტინგების ომში „რუსთავი 2“ ის დამარცხება წარმოადგენს.
ლევან გაჩეჩილაძე: ჩემი მთავარი ლოზუნგია გადმოვრთოთ ადამიანებო „რუსთავი2“-დან, იმიტომ რომ „რუსთავი 2“თან ძალიან სუბიექტური დამოკიდებულების ვარ. სხვა დანარჩენზე არაფერი პრეტენზია არ მაქვს. ჩემი ისტორიული პრეტენზიები მაქვს „რ2“-თან მიმართებაში და „რუსთავი ორის“ რეიტინგს მინდა ვაჯობო.
მასტროს გენერალური დირექტორის ამ ხამაურიანი გადაწყვეტილების შემდეგ გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ტელეკომპანიაში მიმდინარე ცვლილებები „რუსთავი 2“- ის წინააღმდეგ არის მიმართული.
ისევე როგორც საქართველოს ბაზარზე რეიტინგების მთვლელი ახალი კომპანიის შპს "ტრი მედია ინტელიჯენსის" შემოსვლა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით ბიძინა ივანიშვილის სახელთანაა დაკავშირებული.
ამბობენ იმასაც, რომ სატელევიზიო რეიტინგებს ბაზარზე აუდიტორიის გამზომი ახალი კომპანია ყოფილ პრემიერთან ასოცირებულ ტელევიზიებს რეიტინგის გაზრდაში უნდა „წაეხმაროს“.
რაც შეეხება უშუალოდ „მაესტროს“ მედია არქივი ინახავს ყოფილი პრემიერის სიტყვებს, სადაც ბიძინა ივანიშვილი ამბობს: „მაესტრო” ჩემი ტელევიზიაა“.
მასალის გამოყენების პირობები






