ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში გუშინდელი გადაცემის რეიტინგის შესახებ წერს. გადაცემის პირველი ბლოკის სტუმრები, მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის ოჯახის წევრები იყვნენ. დღემდე ბურუსით მოცული საქმის შესაბამისად ინტერესიც დიდი იყო, რაც მაღალმა რეიტინგმაც დაადასტურა.
„ასეთი მაღალი რეიტინგი ბოლო ერთი წელია არ გვქონია. მოვხსენით ჩვენი და კონკურენტების ყველა რეკორდი! უღრმესი მადლობა თქვენ! ყველა ჩვენს რესპოდენტს!“
რაც შეეხება რეიტინგს, ის 20%-ია, რაც დღეს ტელე-სივრცეში მართლაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. სოციალურ ქსელში ატვირთული ფოტო, რომელიც დასათაურებულია: „როცა რეიტინგი 20%-ია“, ნანუკა საკმაოდ ორიგინალური სამოსითაა წარმოდგენილი, რომლითაც ცხადია მისი ფეისბუკ მეგობრებიც დაინტერესდნენ. როგორც გაირკვა სამოსი ქართველ დიზაინერს, აკა ნანიტაშვილს ეკუთვნის.


მასალის გამოყენების პირობები






