,,ადამიანი არ უნდა იყოს ქვეყნისგან და ხელისუფლებისგან მიტოვებული“ - პაატა ბურჭულაძე
პოლიტიკა - 17:18, 04 Feb, 2016     1557
ახალციხეში „საქართველოს განვითარების ფონდის“ რეგიონალური წარმომადგენლობა გაიხსნა. ოფისი და მონიტორინგის ცენტრი პაატა ბურჭულაძემ ფონდის დამფუძნებლებთან და წევრებთან ერთად გახსნა. დღეიდან ახალციხელებს პაატა ბურჭულაძის ახალ ორგანიზაციაში გაწევრიანება და ფონდის საქმიანობაში აქტიური მონაწილეობის მიღება შეეძლებათ.

პაატა ბურჭულაძე ასევე რაბათის ციხეში მესხურ დარბაზში შეკრებილ ადგილობრივებსაც შეხვდა. პაატა ბურჭულაძემ ახალციხელების პრობლემები მოისმინა და მათ ამ პრობლემების მოგვარებისთვის ერთობლივი მუშაობა შესთავაზა.

„საქართველოს განვითარების ფონდი არის საზოგადოებრივი ინიციატივა, რომელიც ჩვენ ყველას საერთო მიზნისა და საერთო იდეალების ირგვლივ გაგვაერთიანებს. ჩვენი ფონდი არის ყველა თავისი საქმის მცოდნე ადამიანისთვის, მიუხედავად იმისა, თუ სად არის ის - სახელმწიფო სამსახურში, არასამთავრობო ორგანიზაციაში თუ კერძო ბიზნესში; მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის ის - ქართველი, აფხაზი, ოსი, რუსი, სომეხი, ეზიდი, აზერბაიჯანელი, უკრაინელი, ქისტი, ბერძენი; და, რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, თუ სად ლოცულობს ის. ფონდი შეიქმნა ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებისთვის. ჩემი დიდი სურვილია, რომ „საქართველოს განვითარების ფონდის“ ირგვლივ გაერთიანდნენ ახალგაზრდები, ვინაიდან მათი მონაწილეობის გარეშე ჩვენი ქვეყნის წინსვლა წარმოუდგენლად მიმაჩნია. ფონდი შეიქმნა ყველასთვის, ვისაც სურვილი აქვს, მიიღოს მონაწილეობა განვითარებასა და გამარჯვებაში, რადგან საქართველო ყოველი ჩვენგანის საზრუნავია. ადამიანი არ უნდა იყოს ქვეყნისგან და ხელისუფლებისგან მიტოვებული. საქართველოს სწორი მენეჯმენტი და მართვა სჭირდება. ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ საქართველოს განვითარება“. - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ ახალციხელებთან შეხვედრისას.

საქართველოს განვითარებისთვის „პაატა ბურჭულაძის საქართველოს განვითარების ფონდი“ რეგიონალური ოფისების გახსნას მთელი საქართველოს მასშტაბით გეგმავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42