თოფაძის განცხადება შეიცავს სტიგმას და არის დისკრიმინაციული - უჩა ნანუაშვილი
პოლიტიკა - 16:11, 04 Feb, 2016     644
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი 2016 წლის 3 თებერვალს საქართველოს პარლამენტის სხდომაზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის შემდეგ უმრავლესობის დეპუტატის გოგი თოფაძის მიერ სიტყვით გამოსვლისას გაკეთებულ განცხადებას, ეხმაურება. უჩა ნანუაშვილის თქმით განცხადება შეიცავს სტიგმას დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ

„საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მოწყვლად ჯგუფს მიეკუთვნებიან. მათ მიმართ სტიგმისა და სტერეოტიპების შემცველი დამოკიდებულება საზოგადოებაში მყარად არის გამჯდარი. ბევრი მათგანი იზოლირებული და გარიყულია სოციუმიდან, რის გამოც ისინი ხშირად ხდებიან დისკრიმინაციის მსხვერპლნი ადამიანის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის დროს. ამ ფონზე, განსაკუთრებით შემაშფოთებელია პოლიტიკოსებისა და საზოგადოების ცნობილი სახეების მხრიდან სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები, რომლებიც კიდევ უფრო ამძლავრებენ არსებულ სტერეოტიპებს და ხელს უწყობენ არასწორი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას.

ტერმინი დაუნი არ შეიძლება გამოიყენებოდეს დამაკნინებელ სიტყვად. დაუნის სინდრომი არ არის დაავადება, ის არის გენეტიკური ცვლილება, რომელიც წარმოშობს სხვადასხვა სახის მახასიათებლებს.

სახელმწიფოს ვალდებულებაა მაქსიმალურად უზრუნველყოს ამ პირთა ღირსების პატივისცემა და მათი უფლებების დაცვა. ნებისმიერი პირის მხრიდან გაკეთებული განცხადება უნდა ემსახურებოდეს პოზიტიური განწყობის შექმნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ, მათი უფლებების უზრუნველყოფას და სათანადოდ დაცვას. ამ მხრივ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ პოლიტიკოსებს, სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირებს.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა პირს საქართველოში, განსაკუთრებით მაღალი საჯარო თანამდებობის პირებს თავი შეიკავონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცველი დამოკიდებულების გამომხატველი განცხადებებისაგან. უფრო მეტიც, ყოველმხრივ უზრუნველყონ მათი უფლებების თანაბარი დაცვა და საქმიანობის გააქტიურება საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.“- აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42