თამარ ივერი ეკა ხოფერიას უპირისპირდება
სოც.მედია - 15:08, 04 Feb, 2016     12331

„ეკა ხოფერიას შოუ“ გუშინ პირდაპირ ეთერში გადმოიცემოდა, რომელიც ოპერის გახსნას ეძღვნებოდა. მიწვეულ სტუმართა შორის იყო თამარ ივერი, რომელიც ოპერა „აბესალომ და ეთერი“-ში ეთერის პარტიას ასრულებს. როგორც ჩანს ტამარ ივერი შინ განაწყენებული დაბრუნდა, რაც სოციალურ ქსელში მის მიერ გამოქვეყნებულ პოსტსში აშკარად იგრძნობა.

„დიდი ხანია ჩემთვის ასეთ არაფრისმომცემ შოუში არ მიმიღია მონაწილეობა. 2 საათი მაცდევინეს, მაყურყუტეს და გამყინეს მხოლოდ იმისთვის, რომ გადაცემის ბოლოს, უკვე გადაღლილ ხალხთან "ნასუფრალზე", 2 სიტყვა მეთქვა... მხოლოდ ერთი ორაზროვანი შეკითხვა იმის შესახებ თუ შემოქმედებითი ჯგუფი როგორ განვიცდიდით გარეშე მედია დარტყმებს და მორჩა... ამის სათქმელად მიმიყვანეს "ქალი ეთერი". ჩემი რამდენიმე მცდელობა რომ რაღაც სიტყვა ჩამეკვეხებინა და რაღაცაზე ჩემი აზრი გამომეთქვა... იგნორირებული დარჩა. მანამდე მხოლოდ „ბილეთები-ქურქები-ბილეთები-ქურქების" მეტი არაფერი მესმოდა. საბოლოოდ...ჰამლეტის თეორემასავით...„მისვლა არ მისვლა" საკითხავი აი ეს არის... თავს ვეკითხებოდი... ამ ერთი დასტუკება-გაელვებისთვის მივედი და ვიცადე 2 საათი აეროპორტში გაფრენის წინ? ასევე ბატონი გიზოც ანალოგიურ სიტუაცუაში აღმოჩნდა... ამ ორი სიტყვის სათქმელად მომიყვანეთ? მსურდა კიდევ რაღაც თემებზე მესაუბრაო. ანალოგიურად გადაცემის 5 წუთით ადრე „დასასტუკებლად" მიწვეულ ქალბატონ მედეა „მირიანაშვილსაც" 1 საყველპურო სიტყვა ერგო წილად.
არ შეიძლება გადაცემას ოპერა და „აბესალომ და ეთერის" თემა დაარქვა და მთელი 2 საათი ქურქ-ბილეთების ყვითელ საუბრებს დაუთმო, ჩემთვის შეიძლება პატივსაცემ, მაგრამ ოპერიდან შორს მდგომ ხალხთან და ამ დიდი კალიბრის ხალხი, ვინც თავად შექმნა ეს სპექტაკლიც და ეს ზეიმიც.... მიიყვანო...2 საათი აცდევინო იმისთვის, რომ ბოლო ბლოკში 15-20 წუთით შეაგდო, საყველპუროდ თითო თითო შეკითხვა დაუსვა და მათ შემდგომ საუბრის და აზრების გამოთქმის სურვილზე „ბოდიშით-უკვე ვასრულებთ გადაცემას" უძახო და ისინი პრაქტიკულად მხოლოდ გადაცემის „ფეისებად" გამოიყენო !! ლადო... ჭკვიანი ხარ, დღესაც დავრწმუნდი!!“-წერს თამარ ივერი სოციალურ ქსელში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42