მისი თქმით, ქვეყნის პირველი პირი "ზომიერად კრიტიკული" იყო.
"პრეზიდენტი ზომიერად კრიტიკული იყო, მას ის პოზიტივი არ გამორჩენია, რაც ჩვენ სინამდვილეში გვაქვს, მარგველაშვილი კრიტიკული იყო პრობლემებთან დაკავშირებით იგივე სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებიც გააკრიტიკა... გიორგი მარგველაშვილი არ გამოსულა თავისი კომპეტენციიდან. ამიტომ დარჩა ხელისუფლებასა და ოპოზიციას უკმაყოფილების გრძნობა"- უთხრა "ნიუპოსტს" ხუხაშვილმა.
პოლიტოლოგის თქმით, გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ ხელისუფლების შტობეს შორის თანხმობა დაინახა, რაც ღარიბაშვილის პრემიერობის დროს არ შეინიშნებოდა.
"გუშინდელი განცხადებებიდან დავინახე თანხმობა უფრო დავინახე ხელისუფლების შტოებს შორის. პრობლემების მოგვარებაზე პრეზიდენტმა და მთავრობამ ერთად უნდა იზრუნონ, ეს ქვეყანას წაადგება"- აღნიშნა მან.
მასალის გამოყენების პირობები






