„მე ვფიქრობ, რომ ეს განცხადება იყო ალბათ უფრო გაუაზრებელი, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. ის ცდება ყველა დასაშვებობის ზღვარს და მე არ მგონია , რომ თუნდაც ბოდიშის მოხდა იყოს პრობლემა. ყველა დაუნის სიმდრომის მქონე ბავშვს და მათ მშობლებს მე პირადად ვუხდი ბოდიშს“- აღნიშნა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტში შეურაცხყოფა მიაყენა. მან დაუნის სინდრომი სალანძღავ სიტყვად გამოიყენა და პრეზიდენტი დაადანაშაულა, თითქოს გიორგი მარგველაშვილმა ქართველი ხალხი ამ სიტყვით გალანძღა.
„მე მინდა რამდენიმე კრიტიკული გამოვთქვა თქვენს მიმართ, თქვენ ხართ პირველი კაცი საქართველოში, თქვენი ყველა სიტყვა და ბგერა ანალიზდება. მინდა მოგახსენოთ თქვენი გამონათქვამები ქართველ ხალხთან დაკავშირებით. ქართველი ხალხი თქვენ დაუნებს შეადარეთ. ძალიან სამწუხაროა თუ თქვენ ასე აფასებთ საქართველოს მოსახლეობას მაშინ არც პრეზიდენტობა უნდა გეკადრათ“- განაცხადა გოგი თოფაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






