“ჩვენ არ გვჭირდება მეხოტბე მედია საქართევლოში და თუნდაც მის ფარგლებს გარეთ. მე არ მეგულება არცერთი მედია საშუალება, რომელიც არა თუ ხოტბას ასხამს საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას, არამედ სრულად რომელიმე მიმდინარე თუ დასრულებულ წარმატებულ პროექტებს, ასეთი ასეულობითაა ინფრასტრუქტურულ, სამედიცინო, საგანმანათლებლო, სასამართლო, სასჯელაღსულების და სხვა სფეროებში. მეხოტბე მედია მართლაც არ გვჭირდება, მაგრამ ნუთუ მედია-საშუალებების თემა მხოლოდ მაშინ უნდა დადგეს ქვეყნის პრეზიდენტის დღის წესრიგში, როცა ერთ-ერთი მისი წარმომადგენლის, ფაქტიურად ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ნაწილის საკუთრების საკითხი განიხილება სასამართლოში? არც პირადად მე და არც ჩემი რომელიმე კოლეგა ვერავითარ პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ ითანამშრომლოს ნებისმიერ მედია-საშუალებასთან, მათ შორის მასთან, რომლის ხელმძღვანელი ჯოჯოხეთის მოწყობას გვპირდება და ფრიად საეჭვო დიალოგებს აწარმოებს უკრაინაში მყოფ პოლიტიკურ ლიდერთან, დესტაბილიზაციისთვის საჭირო მეთოდებთან დაკავშირებით.“ - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






