,,ქვეყანას პატრონი არ ჰყავს... თავისუფალი ვერ იქნება ქვეყანა, რომელსაც ერთი ადამიანის ახირება მართავს“ - გოკა გაბაშვილი პრეზიდენტს პასუხობს
პოლიტიკა - 19:21, 03 Feb, 2016     862
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გიორგი გაბაშვილის განცხადებით, დღეს ქვეყანას პატრონი არ ჰყავს, მას მართავს პირი, რომელიც მხოლოდ თავის ინტერესებს პატრონობს.

„დარწმუნებული ვარ საქართველოს პრეზიდენტს არ ჰქონია განზრახვა ცინიკური ყოფილიყო, მაგრამ ზოგჯერ არამხოლოდ სიტყვებია ცინიკური, არამედ ვითარება. ბატონმა პრეზიდენტმა არისტოტელეთი დაიწყო და ბრძანა, რომ თავისუფალი ქვეყანა, სადაც კანონი ბატონობს და არა ინდივიდები, არისტოტელემ თქვა, რომ თავისუფალია ქვეყანა, სადაც კანონი ბატონობს და არა მოქლაქეები და ეს ფორმულირება სწორედაც რომ უხდება დღევანდელობას. რადგან ამ ქვეყანას დღეს არაუფლებამოსილი პირი - ივანიშვილი მართავს თავისი პირადი მთავრობით. შესაბამისად დანარჩენი ყველაფერი, რაზეც პრეზიდენტმა ისაუბრა, გამორიცხავს იმ მთავარს, რაც თავშივე ნათვამი იყო -რომ თავისუფალი ვერ იქნება ქვეყანა, რომელსაც ერთი ადამიანის ახირება მართავს.

ზუსტად იმ დროს, როცა პრეზიდნეტი თავის სიტყვას წარმოთქვამდე ციხისძირში ასწლოვან ხეებს ბულდორზერებით გლეჯდნენ და ივანიშვილის ეზოში გადაჰქონდათ. რადგან მას ძალიან უყვარს გიგანტური ხეები. ესაა რეალური ვითარება, რომლის ფონზეც თავისუფლების დახვეწა ცინიზმია.

პრეზიდენტი ამბობს, რომ მთავრობის ეკონონმიკურ ხედვას ეთანხმება. სინამდვილეში მთავრობას არანაირი ხედვა არ აქვს. ნეპოტიზმით გაბერილია ხარჯები, უამრავი თანხა იხარჯება გაზრდილ ბიუროკრატიაზე. ასეთივე პრობლემაა რეგულაციები, რომელიც ეკონონიკას ამუხრუჭებს და სამწუხაროდ პრეზიდენტს ამისთვის ვეტო არ დაუდია.

ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველოში ეკონომიკური განვითარება შეფერხდეს. იგივე გადასახადების გაზრდა, უაზრო რეგულაციები, რაც ბიზნესს აკოტრებს და საერთო ჯამში ეკონომიკურ განვითარებაზე ცუდად აისახება.

მიუხედავად იმისა, რომ გაფორმდა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ევროკავშირთან, ექსპორტი მცირდება და ესაა ამ უნიათო მთავრობის მმართველობის შედეგი.

პრობლემაა საქართველო საერთაშორისო ასპარეზზეც, სადაც ჩვენი ქვეყნის პრობლემები მიჩუმათებულია და ესეც ამ უნიათო მთაბრობის მმართველობის შედეგია. იმ საგარეო პოლიტიკის, რასაც „ოცნება“ აწარმოებს.

ქვეყანას პატრონი არ ჰყავს, მას მართავს პირი რომელიც მხოლოდ თავის ინტერესებს პატრონობს. „ - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42