„მივესალმები იმ ფაქტს, რომ ამ მოწვევის პარლამენტის მე-4 სამუშაო წელი დაიწყო ისე, როგორც ეს განსაზღვრულია პარლამენტის რეგლამენტით. როგორც წესი პრეზიდენტი პარლამენტის პირველივე სხდომაზე გამოდის პარლამენტის წინაშე. მეოთხე წელს ჩვენ როგორც წესი ვაქციეთ წესად და ეს კარგია. მივესალმები იმ ფაქტს რომ ერთგვარი პრობლემების მიუხედავად პრეზიდენტის გამოსვლას უსმენდა საქრთველოს პრემიერმინისტრი და საქართველოს მთავრობა. ესეც წესისკენ გადადგმული ნაბიჯია. მივესალმები იმას რომ საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარებიც ასევე ისმენდნენ აქ პრეზიდენტის გამოსვლას. ჩვენი მოწვევის პარლამენტმა მეოთხე წელი პოლიტიკური წესრიგის დადგენით დაიწყო .“- განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
რესუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში პოლიტიკური პარტიების, როგორც პოლიტიკის წამყვან სუბიექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
დავით ბერძენიშვილი პრეზიდენტის მისამართით გამოთქმულ კრიტიულ მოსაზრებებსაც გამოეხმაურა.
„ჩვენ არ ვიყავით ნომერ პირველი მეხოტბეები გიორგი მარგველაშვილისა, სადღეგრძელოებს არ ვამბობდით, მაგრამ როდესაც ჯვაროსნული ლაშქრობა გამოცხადდა პრეზიდენტ მარგველაშვილის წინააღმდეგ, რესპუბლიკური პარტია არ ჩავერთეთ ამ კამპანიაში, არა იმიტომ, რომ მარგველაშვილთან რაიმე პოლიტიკური სიახლოვე ან გარიგება გვქონდა, არამედ იმიტომ, რომ პრეზიდენტი არც მტერია და არც მეგობარი, პრეზიდენტი ინსტიტუტია. ასე ვთქვით მაშინაც ასე ვამბობთ და ვიტყვით. ერთი წლის შემდეგ მარგველაშვილი ამ დარბაზში ისევ გამოვა, დარბაზში ზოგი ისევ დახვდება მათ , ბევრი სხვა იქნება, მაგრამ პრეზიდენტი მარგველაშვილი გაისადაც პრეზიდენტი იქნება. ქვეყანაში კვირიკაშვილის გაპრემიერების შემდეგ შეიქმნა ახალი რეალობა, ამ ახალი რეალობის ნაბიჯებია პრემიერის და მთავრობის აქ ყოფნა. პრემიერის სიტყვები, რომ პრეზიდენტი მუშაობს იქ, სადაც უნდა მუშაობდეს. მე ამას ვადასტურებ და პრინციპულად არ ვიზიარებ პარლამენტის ამათუ იმ პარტნიორი ფრაქციის მხრიდან ნაგვიანებ საყვედურებს“- აღნიშნა ბერძენიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






