"პრეზიდენტის მკაფიო გზავნილი"- კაციტაძე მარგველაშვილის პოზიციას მიესალმება
პოლიტიკა - 18:47, 03 Feb, 2016     1126
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ საპარლამენტო ტრიბუნიდან საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე გაკეთებულ განცხადებას დადებითად აფასებს „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი მამუკა კაციტაძე.

როგორც ინტერპარტიული ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა „ნიუპოსტს“ განუცხადა, პრეზიდენტის გამოსვლა მიმოხილვითი ხასიათის იყო, თუმცა საარჩევნო გარემოზე ქვეყნის პირველმა პირმა მკაფიო პოზიცია დააფიქსირა.

„პრეზიდენტმა სამი კონკრეტული ინიციატივა დააყენა, ამ სამი ინიციატივიდან ორი საარჩევნო თემას ეხებოდა. პირველი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს ეხებოდა მან ერთმნიშვნელოვნად აღნიშნა, რომ არსებობს ფართო კონსენსუსი, რომელიც მდგომარეობს პროპორციული წესით არჩევნების ჩატარება სწორედ მიმდინარე წელს. ეს იყო მკაფიო პოზიცია და გზავნილი. პრეზიდენტის აღნიშნული პოზიცია ჩვენთვის სიურპრიზი არ ყოფილა, მაგრამ როცა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, პრეზიდენტის წლის გამოსვლაში ერთმნიშვნელოვნად სვამ საკითხს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქართველი ამომრჩევლისთვის, საერთაშორისო თანამეგობრობისა და იმ დიპლომატიური წარმომადგენელებისთვის, რომლებიც იყვნენ დღეს პარლამენტში მიწვეულნი “- აღნიშნა კაციტაძემ.

მისი თქმით, ამ განცხადების შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერთა მხრიდან ყოველგვარი კონსენსუსის დაკნინებაირონიული ხდება.

პრეზიდენტმა ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას საარჩევნო გარემოზე ვრცლად ისაუბრა, გიორგი მარგველაშვილმა 2016 წლის საშინაო გამოწვევად საპარლამენტო არჩევნები დაასახელა. პრეზიდენტის თქმით, კითხვის ნიშნების არსებობის შემთხვევაში ქვეყანას ეყოლება პოლიტიკური ელიტა, მაგრამ ქვეყანა და საზოაგდოება არ იქნება მოგებული.

გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საარჩევნო რეფორმა, რომელიც მაჟორიტარული სისტემის ცვლილებას გულისხმობს და რომლის ირგვლივაც პოლიტიკური სპექტრი და არასამთავრობო სექტორი გაერთიანდა, უნდა განხორციელდეს არა 2020 არამედ 2016 წელს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42