,,მარგველაშვილმა გაითავისა თავისი როლი, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს"- შარაშენიძე პრეზიდენტის გამოსვლას აფასებს
პოლიტიკა - 17:34, 03 Feb, 2016     967
ჯიპა-ს პროფესორი და ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას დადებითად აფასებს. როგორც შარაშენიძემ ,,ნიუპოსტთან" საუბრისას განაცხადა, მარგველაშვილის მესამე მოხსენებამ აჩვენა, რომ გიორგი მარგველაშვილი როგორც პოლიტიკოსი პროგრესს განიცდის და თავისი როლი თანდატანობიტ გაითავისა:

„მარგველაშვილის როგორც პოლიტიკოსის პროგრესი არის აშკარა, ის არის უფრო თავდაჯერებული, უფრო მკაფიოდ აყალიბებს თავის პოზიციებს, არ ეშინია იმის გამოთქმის, რაც თვითონ მიაჩნია სწორად. საკმაო განსხვავებაა პარლამენტში მის პირველ და მესამე გამოსვლაში. მარგველაშვილი დაღვინდა, ჩამოყალიბდა და გაითავისა თავისი როლი, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი აქვს სამუშაო.“- განაცხადა შარაშენიძემ.

თორნიკე შარაშენიძე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ გიორგი მარგველშვილს პოლიტიკოსების უმრავლესობიდან განსხვავებით გათავისებული აქვს, რომ დემოკრატიის განვითარება პირველ რიგში ქვეყანას და საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ და კანონების მიღება, მხოლოდ ევროპისთვის თავისმოსაწონებლად არ უნდა ხდებოდეს:

„მარგველაშვილს ერთი რაღაცა აქვს გათავისებული, რაშიც სრულიად ვეთანხმები, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია ვერ მოხდება მხოლოდ იმით, რომ ჩვენ წავიდეთ ბრიუსელში და დავარწმუნოთ. ამის მისაღწევი ყველაზე სანდო გზა არის საქართველოში დემოკრატიის განვითარება, ევროინტეგრაცია ამას ავტომატურად მოჰყვება. კანონები იმიტომ კი არ უნდა მივიღოთ რომ ამას ევროკავშირი გვთხოვს და თავი მოვაწონოთ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენს დემოკრატიას სჭირდება.

სამწუხაროდ საქართველოში ბევრ პოლიტიკოს არ ესმის, რომ არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩასატარება ისევ მათ სჭირდებათ. ეს არ ესმოდათ ,,ნაციონალურ მოძრაობაში" ძალიან ბევრს და არ ესმის ,,ქართულ ოცნებაშიც". ამიტომ ჩვენ ხელისუფლებას მუდმივად სჭირდება ჩიჩინი, რომ თუ გინდა ევროკავშირში არჩევნები უნდა ჩაატარო წარმატებულად, თუ მათ არ ესმით, რომ არჩევნების წარმატებულად ჩატარება მათ და ქვეყანას სჭირდება, იმით მაინც უნდა ვაიძულოთ არჩევნების წარმატებულად ჩატარება, რომ ეს ევროინტეგრაციას სჭირდება. სამწუხაროდ ჩვენ პოლიტიკოსებთან გვიწევს ასეთი ლაპარაკი, რადგან ვერ ხვდებიან რომ ეს თავად მათ სჭირდებათ.“- აღნიშნა შარაშენიძემ.

ექსპერტი გაზპრომთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებასაც გამოეხმაურა და გიორგი მარგველაშვილს დაეთანხმა იმ საკითხში, რომ გამჭვირვალობა ენერგოუსაფრთხოების საკითხში მნიშვნელოვანია:

„გაზპრომთან დაკავშირებით შესაძლოა რეაქციები გადაჭარბებულიც იყო, მაგრამ გადაჭარბებული რეაქცია ჯობია გქონდეს გაზპრომზე ვიდრე არ გქონდეს. ეს არის ჩემი აზრი. შეიძლება ვიღაცამ პოლიტიკურად ითამაშა გაზპრომზე და უნდა ეთამაშა კიდევაც, რადგან მთავრობის მხრიდან მოდიოდა ბუტვა. არამგონია, რომ მთავრობა შეგნებულად მავნებლობდეს, უბრალოდ სხვა გზა არ ჰქონდა და პრეზიდენტიც შეეცადა რაღაც ზომიერება დაეცვა ამ საკითხში.“- განაცხადა შარაშენიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42