განსხვავებულთა ერთობა ჩვენი საერთო სახლის შენების აუცილებელი პირობაა- მარგველაშვილი
პოლიტიკა - 16:43, 03 Feb, 2016     456
საქართველოს პრეზიდენტის თქმით აუცილებელია ქართულ საზოგადოებაში ყველა მოქალაქის ინტეგრაციის შესაძლებლობათა უზრუნველყოფა. როგორც მარგველაშვილმა განაცხადა გზა ქვეყნის თავიუფლებისკენ თითოეული მოქალაქის თავისუფლებაზე გადის

„აუცილებლად მიმაჩნია ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაციის თითოეულ შემთხვევაზე სათანადო რეაგირება. რეაგირება არის პრევენციის საუკეთესო საშუალება. მაგრამ, სამართლებრივი რეაგირების გარდა, უმნიშვნელოვანესია საზოგადოებრივი აზრის შექმნა დისკრიმინაციისა და ძალადობის არა მარტო როგორც არაჰუმანური, არამედ ჩვენი კულტურისთვის მიუღებელი ფენომენის შესახებ. აუცილებელია ქართულ საზოგადოებაში ყველა მოქალაქის ინტეგრაციის შესაძლებლობათა უზრუნველყოფა, ერთდროულად ეთნიკური და კულტურული იდენტობის, ტრადიციებისა და ენის პატივისცემით. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ კულტურული მრავალფეროვნების პოტენციალი, განსხვავებულთა ერთობა საქართველოს, როგორც ჩვენი საერთო სახლის შენების აუცილებელი პირობაა.

გასული წლის მსგავსად, მსურს კვლავ გავამახვილო ყურადღება ბავშვთა უფლებების დაცვის აუცილებლობაზე, რადგან დღეს საქართველოში ათასობით ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. უმნიშვნელოვანესია დევნილთა დასაქმება და განსახლება, შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის ადაპტირებული საცხოვრებელი გარემოს შექმნა, ხანდაზმულთა და უსახლკარო პირთა უფლებების დაცვა. ვეტერანების სოციალური მხარდაჭერა, ჯანმრთელობის რეაბილიტაციისა და დასაქმების საკითხები განსაკუთრებული ყურადღების ღირსია.

კიდევ ერთხელ - პიროვნულად თვითოეული ჩვენთაგანის, ისევე როგორც ერისა და სახელმწიფოს ადგილი ცივილიზაციის რუკაზე, განისაზღვრება იმით, თუ როგორ ვექცევით ჩვენს გვერდით მცხოვრებ თანამემამულეებს, მათ, ვისაც დახმარება, ხელშეწყობა და ზრუნვა სჭირდება. მე ვიცი, რომ ათიათასობით ჩვენი მოქალაქე, ვისაც თავადაც არ ულხინს, ბოლო ლუკმას უყოფს სხვებს. ასეთმა უცნობმა ქველმოქმედებმა გადაარჩინეს და ღირსება, ჯანმრთელობა და სიცოცხლე შეუნარჩუნეს ასიათასობით მეზობელს, მეგობარს, სრულიად უცხო ადამიანებსაც კი. და თუ ამას აკეთებენ თვით ხელმოკლე ადამიანები, ჩვენი, სახელმწიფოს ვალდებულება კიდევ უფრო მეტია. მზად ვარ ყოველთვის მხარი დავუჭირო ამ მიმართულებით ახალ ინიციატივებს, აქტიურად ვითანამშრომლებ ყველასთან, ვინც მოწყვლადი ჯგუფების თანადგომისა და რეაბილიტაციის პროექტების განხორციელებისთვის შრომობს.

გზა ქვეყნის დამოუკიდებლობიდან - თავისუფლებამდე თითოეული მოქალაქის თავისუფლებაზე გადის. თავისუფლება თავის მხრივ არ არსებობს საკუთარი თავის, თანამოქალაქეთა და ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის გარეშე. ეს პასუხისმგებლობა გულისხმობს მოქალაქეთა თანხმობას იმ ფუნდამენტურ ღირებულებებზე, რომლებზეც თავისუფალი და განვითარებული სახელმწიფო შენდება;

გულისხმობს ზრუნვას და შრომას კეთილდღეობისა და მშვიდობისათვის, თანასწორობისა და დემოკრატიის გაძლიერებისათვის. ამ შრომამ ჩვენი ცხოვრების ყველა სფერო უნდა მოიცვას: უნივერსიტეტებსა თუ ქარხნებში, ფერმებსა თუ სამხედრო ნაწილებში ადამიანებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ ყოველდღური გარჯით ქვეყნის წინსვლას ემსახურებიან.

თავისუფალი სახემლწიფო ვერ შედგება აქტიური მოქალაქის გარეშე, მოქალაქის, რომელიც მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესებში როგორც ამომრჩეველი, როგორც ხელისუფლების, ან როგორც საზოგადოების წევრი - ის ვინც პასუხს თხოვს და ამოცანებს უსახავს ხელისუფლებას.

ეს ქვეყანა ყველა ჩვენგანს ერთნაირად გვეკუთვნის. მისი მომავალი დღეს ჩვენ უნდა შევქმნათ. ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებს, შეცდომებსა და წარუმატებლობას ვერავის ვერ გადავაბრალებთ. უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, განვითარების ყველა რესურსი ქვეყნის გაერთიანების, გაძლიერებისა და განვითარებისთვის.

უპირველეს ყოვლისა სწორედ აქტიურ, ინიციატივიან მოქალაქეთა, საზოგადოებრივ ჯგუფთა, თავისუფალ ნებაზე დაფუძნებულ ორგანიზაციათა, გაერთიანებათა ძალისმხევა და თანამშრომლობა მოაახლოვებს მიზანს, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე დავისახეთ - თავისუფალ, ერთიან, ძლიერ, ევროპულ საქართველოს.“- განაცხადა პრეზიდენტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42