"პრეზიდენტი ყველა თემას შეეხო"- ზურაბ აბაშიძე მარგველაშვილის გამოსვლას დადებითად აფასებს
პოლიტიკა - 15:58, 03 Feb, 2016     771
პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ზურაბ დადებითად აბაშიძემ შეაფასა. აბაშიძის თქმით გიორგი მარგველაშვილი თავის გამოსვლაში ყველა მნიშვნელოვან საკითხს შეეხო.

„სასამართლო სისტემის პრობლემებზე პრეზიდენტი საუბრობს კარგა ხანია, ვსაუბრობთ ჩვენც და საზოგადოებაც. რეფორმა სამწუხაროდ დაგვიანებულია. არის ჩამორჩენები დაწყებული წინა ხელისუფლებიდან დამთავრებული ამ ხელისუფლებით. პროკურატურის რეფორმაც ილუზორული ფორმით ჩატარდა. პრეზიდენტი ყველა თემას შეეხო , ეს ყველაფერი შემადგენელი ქვაკუთხედია ჩვენი სახელმწიფოს განვითარების, ამავდროულად მნიშვნელოვანი თემაა ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების გაღრმავება ქვეყანაში და ამის კულმინაციაა არჩევნები, საარჩევნო სისტემის რეფორმირება და პარტიების განვითარება“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

„თავისუფელი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი, „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების გამჭვირვალეობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოსაზრებასაც გამოეხმაურა. ზურაბ აბაშიძე გიორგი მარგველაშვილს ეთანხმება და აღნიშნავს, რომ მთავრობა ესაუბრებოდეს ხალხს და უხსნიდეს რაშია საქმე, რადგან ენერგოუსაფრთხოების საკითხში გამჭვირვალობის თემა უმნიშვნელოვანესია:

„საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ იმას, რომ მთავრობა ესაუბრებოდეს ხალხს და უხსნიდეს რაშია საქმე, რაც სამწუხაროდ ჩვენ ბოლო პერიოდში ვერ დავინახეთ. მოსახლეობას ინფორმაცია არ გააჩნია გზაზპრომთან დაკავშირებით, იმ სახელმწიფოს გაზთან, რომელიც ჩვენს მიმართ მტრულად არის განწყობილი, ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, ეს კომპანია დაკავშირებულია რუსეთის ხელისუფლებასთან და გამოყენებულია როგორც ბერკეტი, მთელ მსოფლიოსთან, მათ შორის საქართველოსთან საურთიერთობოდ“- აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42