საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ შეაფასა, მისი თქმით პრეზიდენტის გამოსვლაში მესიჯები უფრო მკაფიო უნდა ყოფილიყო.
„ჩემი აზრით, უფრო მკაფიოდ უნდა ყოფილიყო მესიჯები, რაზეც მეტი სიღრმისეული ანალიზია სჭირო ასეთი დონის გამოსვლისას. ეს არის ალბათ ბედი პრეზიდენტისა, რომელიც უნდა ასრულებდეს მედიატორის როლს საზოგადოებაში, ეროვნული თანხმობის საკითხებზე და ხშირ შემთხვევაში როდესაც არ არის ნათელი სურათი, როდესაც გარკვეულ მხარეს იკავებს პრეზიდენტი, ხშირ შემთხვევაში ეს მხარე შეიძლება უკმაყოფილო დარჩეს, თუმცა ამავე დროს იყო საინტერესო პასაჟები გამოსვლაში, გასაანალიზებელია მიუხედავად იმისა მოგვწონს თუ არ მოგვწონს ზოგიერთი მიდგომა.“- განაცხადა გია ვოლსკიმ. ამასთანავე გია ვოლსკი მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტების მიმართ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის განცხადებასაც გამოეხმაურა. ვოლსკი კატეგორიულად უარყოფს მედიაზე, რაიმე ზეწოლად, მოსმენებზე პრეზიდენტის მხრიდან ხაზგასმას კი აჟიოტაჟის შექმნას უწოდებს:
„იგივე მოსმენებთან დაკავშირებით აჟიოტაჟის შექმნას შეუწყო ხელი, როდესაც ამის საშიშროება ნამდვილად არ არსებობდა და საჭიროება არ იყო.“- აღნიშნა ვოლსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






