„შარშან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო წინასწარი პატიმრობის კონსტიტუციით დადგენილ ცხრათვიან ვადასთან დაკავშირებით. ვფიქრობ ეს მისასალმებელია. ამასთან ერთად აუცილებლია ჩვენი მართლმსაჯულების ორგანოების პრაქტიკა მივუახლოვოთ ევროპულ სტანდარტებს, რაც სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სწორი და ერთგვაროვანი პრაქტიკის დადგენას გულისხმობს.“-განაცხადა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილმა სისტემურ დანაშაულებებზეც ისაუბრა და აღნიშნა: „წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ სისტემურ დანაშაულთან შესახებ პროკურატურისთვის ჩვენ მიერ დასმულ კითხვაზე მივიღეთ პასუხი, რომ დევნა დაწყებულია 124 ადამიანის მიმართ.
მაგრამ საზოგადოების მთავარ კითხვაზე პასუხი კვლავ გაუცემელია. სისტემურ დანაშაულს სისტემური პასუხი სჭირდება.“-განაცხადა მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






