საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით უკვე მესამედ წარსდგა. „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, ფეისბუკის გვერდზე ამასთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს, თუმცა ის არა პრეზიდენტს, არამედ პარლამენტის თავჯდომარეს, დავით უსუფაშვილს ეძღვნება, რომელმაც პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების წარდგენამდე დეპუტატ, მანანა კობახიძეს დაბადების დღე მიულოცა.
„აი, როგორ აზრზე არ უნდა იყო არაფრის, პრეზიდენტის გამოსვლამდე და მის საპარლამენტო ტრიბუნაზე მოწვევამდე, მანანა კობახიძეს (და ვინც გინდა, იმას) ულოცავდე დაბადების დღეს. არასერიოზულობა, უცოდინრობა და პროვინციალიზმი. ოპერაში შუბით სიარულზე ათასჯერ უარესი არაა ახლა ეს?“
ნიკა გვარამიას სტატუსს, კომენტარი გაუკეთა ასევე რუსთავი 2-ის თანამშრომელმა, პროდიუსერმა გიორგი ხაბურზანიამ: „მეგონა შუქს ჩააქრობდნენ და ძალიან ბევრ სანთლიან ტორტს შემოიტანდნენ...“
მასალის გამოყენების პირობები






