სახელმწიფოს ეფექტიანი ფუნქციონირება კონსტიტუციური ინსტიტუტების თანამშრომლობაზეა დამოკიდებული- გიორგი მარგველაშვილი -
პოლიტიკა - 14:50, 03 Feb, 2016     595
საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო გამოსვლისას არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების საპასუხოდ იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომელიც უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში გადადგა.„დასახული გეგმის მიხედვით მიმდინარეობს ნატოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებების იმპლემენტაცია; აგვისტოში, გაიხსნა ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი. 2015 წლის ივლისში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში საქართველოში ჩატარდა მასშტაბური, მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2015“, რომელშიც მონაწილეობდნენნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები. შარშანვე, საფრანგეთთან ხელმოწერილი კონტრაქტების საფუძველზე, დაიწყო თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის შექმნის პროცესი. გაიმართა მასშტაბური სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი-2015““ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს ეფექტიანი ფუნქციონირება დიდწილად დამოკიდებულია კონსტიტუციური ინსტიტუტების თანამშრომლობაზე. „ეროვნული უშიშროების საბჭო წარმოადგენს ყველაზე მაღალ და ერთადერთ კონსტიტუციურ, პოლიტიკურ და ინსტიტუციურ ფორმატს, რომელშიც მონაწილეობას იღებს სახელმწიფოს მეთაურიც,საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებაც. აღსანიშნავია, რომ ამ დღეებში ამ ინსტიტუტს ოცი წელი შეუსრულდა. საბჭო დემოკრატიული კონტროლის, საფრთხეებზე რეაგირების,პრევენციული მოქმედებების და სტრატეგიული დაგეგმვის შეუცვლელი საკონსტიტუციო სტრუქტურაა. 2015 წელს საბჭოს აპარატმა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს 30-ზე მეტი ანალიტიკური მიმოხილვა მიაწოდა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42