ერთსქესიანთა ქორწინების თემას ეხმაურება იუნა შაფათავაც, რომელიც აღშფოთებას ვერ მალავს და ეს ყველაფერი წარმოუდგენლად მიაჩნია. მისი აზრით ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი როცა ათი მცნებიდან მეშვიდე - „არ იმრუშო“ ამოვარდება, რაც არასდროს მოხდება.
„საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზება მოხდება მხოლოდ მაშინ, როცა ათი მცნებიდან მეშვიდე - „არ იმრუშო" ამოვარდება და მცნება გახდება ცხრა. ეს კი არასოდეს მოხდება. თუ ეს დაგვიჯდება ევროპაში უვიზო მიმოსვლის ფასად, და მიგრძნობს გული, რელიგიის თავისუფალ არჩევანთან ერთად, სრულწოვანების მიღწევისას, ევროპას ვერ დავემთხვევით, დაგვიჯდეს. ვიაროთ ვიზით და დავრჩეთ თვითმყოფად ერად ჩვენი მართლმადიდებლობით. თუ რწმენას და ადამიანობას ჰქვია სიბნელე, გვერქვას ბნელები და თითით საჩვენებელი ქვეყანა გავხდეთ მსოფლიოში, რომელმაც ყველაზე ჰუმანური რელიგიის მცნებები გიჟ მსოფლიოსთან ინტეგრაციისთვის არ დათმო. გადავიტანთ. ადამიანია ღმერთი და ღმერთია ადამიანი. ჩვენ ადამიანობას და ღმერთს, არ დავთმობთ“-წერს იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში.
მასალის გამოყენების პირობები






