2016 წელი საქართველოსთვის მარტივი არ იქნება, ქვეყანა ორიენტირებული უნდა იყოს სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე - პრეზიდენტი
პოლიტიკა - 14:29, 03 Feb, 2016     987
საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის წინაშე გამოსვლისას ქვეყანაში არსებული მდგომარეობა მიმოიხილა და 2016 წლის გამოწვევებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, 2015 წელი რთული იყო, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელება, განსაკუთრებით, განვითარებად ბაზრებზე;დოლარის გამყარება; ნავთობის ფასის ისტორიულ მინიმუმამდე დაცემა; რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ამ ორი ქვეყნის ეკონომიკური რეცესია; რუსეთ-თურქეთის პოლიტიკური დაძაბულობისშედეგად წარმოქმნილი ეკონომიკური სირთულეები. პრეზიდენტის განცხადებით, ეს არის იმ გამოწვევების ჩამონათვალი, რომლებთანაც მსოფლიოსთან ერთად საქართველოს ეკონომიკასაც უწევდა გამკლავება მთელი წლის განმავლობაში. მისი თქმით, მოსახლეობის თითქმის მეხუთედი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში იმყოფება.

მაღალია სიღარიბისა და უთანასწორობის, მაჩვენებლები. საგანგაშოდ მაღალიაბავშვთა და, განსაკუთრებით, დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ეკონომიკაში მცირე და საშუალო ბიზნესის წილი 20%-ს არ აღემატება. მძიმეა უმუშევრობის მაჩვენებლები, ხოლოდასაქმებულთა შორის არაპროპორციულად მაღალია საჯარო სექტორში მომუშავეთა წილი. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოსათვის მარტივი, არც 2016 წელი იქნება განსაკუთრებით კი, განვითარებადი ქვეყნებისთვის. „შეზღუდული რესურსების ფონზე ბუნებრივად გაიზრდება კონკურენცია ქვეყნებს შორის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მხრივ. მიმდინარე რეგიონული და გლობალური გამოწვევების ფონზე კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ თანამედროვე რეალობაში გამოუყენებელი შესაძლებლობები უკან დახევას ნიშნავს. როგორც თანამედროვე ევროპული ქართული სახელმწიფოს შემოქმედი, ილია ჭავჭავაძე ამბობდა - “აბა პატარა ხანს დადეგ, თუ მყრალ გუბედ არ გადაიქცე”. ამიტომ, ზემოთაღწერილი რთულივითარებიდან გამოსასვლელად განსაკუთრებით პრობლემატურია პროცესების ტემპი“, -აღნიშნა პრეზიდენტმა.


გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო უნდა აჰყვეს დღევანდელი ცივილიზაციის რიტმსა და და მუდმივად ცვლად, განვითარებად სამყაროში უნდა მოახდინოს შესაძლებლობებისადა კონკურენტული უპირატესობების სწრაფი და ეფექტური ათვისება - 2016 წელს საქართველო ორიენტირებული უნდა იყოს სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე.


პრეზიდენტის განცხადებით, მიმდინარე სტრუქტურული რეფორმების გაძლიერებით და კაპიტალის გლობალურ ბაზარზე ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გაზრდით, სახელმწიფომ დიდი სამუშაო უნდა გასწიოს. პრეზიდენტი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანს უწოდებს და მიესალმება პრემიერმინისტრის ოთხ ძირითად ინიციატივას - · სამუშაო ადგილების შექმნაზე ორიენტირებულ რეფორმებს, · მთავრობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ბიზნესის ჩართულობას და შესაბამისად, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უზრუნველყოფას, · აქცენტს რეგიონულ განვითარებასა და რეგიონული ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარებაზე, · განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმირების საჭიროებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42