მას შემდეგ რაც სოციალურ ქსელში საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის სამადლობელი პოსტი გამოჩნდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეძღვნებოდა, საპასუხო პოსტი ნანუკა ჟორჟოლიანმაც გამოაქვეყნა. განსხვავება ისაა, რომ ის მიხეილ სააკაშვილს უხდის მადლობას იმ ყველაფრისთვის რაც მან პრეზიდენტობის დროს ჩვენი ქვეყნისთვის გააკეთა.
„მართალია თინა. რატომ არის მადლობის თქმა ასე რთული. ხომ შეგვიძლია მადლობა ვუთხრათ მას, რომ ქვეყანა ჭაობიდან ამოათრია და სახელმწიფოდ აქცია. მილიცია-პოლიციად! გაი-პატრულად! ჯარს "ლაგარტკები" გამოართვა და ამერიკული იარაღი მისცა! სტუდენტებს ჩაწყობის გარეშე სწავლის შანსი. იუსტიციის სახლები, აშენებული ქალაქები, დაგებული გზები. ნუთუ ასე რთულია მას ვუთხრათ მადლობა. მადლობა მიშა ამ ყველაფრისთვის. სადაც ბიძინას მადლობა უნდა ვუთხრათ ოპერისთვის, ტეხავს შენ მადლობის გარეშე დარჩე“-წერს ნანუკა სოციალურ ქსელში.

მასალის გამოყენების პირობები






