რას აცხადებს ნინო გვენეტაძე მოსამართლეთა საგამოცდო ტესტების სკანდალზე
პოლიტიკა - 22:10, 02 Feb, 2016     1330

იუსტიციის საბჭოდან მოსამართლეთა გამოცდების ტესტების პასუხების შესაძლო გატანის ფაქტს იუსტიციის საბჭოს ხელმძღვანელი ნინო გვენეტაძე გამოეხმაურა. გვენეტაძის თქმით საბჭო ამ საკითხს შეისწავლის , შესწავლის შედეგებს კი საზოგადოებას და მედიას გააცნობს . უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ჯერჯერობით ამ საქმეში საგამოძიებო ორგანოების ჩართვას საჭიროდ არ თვლის. მისი თქმით ჯერჯერობით ეს საბჭოს მოკვლევის საგნად რჩება.

ასევე ნინო გვენეტაძემ გადაცემა "არჩევანში" პირდაპირი ჩართვისას დაადასტურა, რომ ერთ-ერთი კონკურსანტს ირინე ხერხეულიძეს, რომელმაც 100 დან 100 ქულა მიიღო, მასთან პირადი ნაცნობობა აკავშირებს. მისი ნაშრომი წარდგენილია სამართლის დოქტორი ხარისხის მოსაპოვებლად და ამ ნაშრომის ხელმძღვანელი თავად ნინო გვემეტაძე იყო. თუმცა ნინო გვენეტაძის თქმით გამოცდების წინ ხერხეულიძეს მასთან კონსულტაციები არ ქონია და მას არ აქვს უფლება ირინე ხერხეულიძის მიერ მიღებული ქულების სამართლიანობაში ეჭვი შეიტანოს.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესის დროს არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართა. ახვლედიანმა არასამთავრობო სექტორს დარღვევებთან დაკავშირებით კონკრეტული დოკუმენტაცია გააცნო, რომლითაც დგინდება, რომ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდისას ერთ-ერთმა კონკურსანტმა წინასწარ იცოდა ტესტის პასუხები. ახვლედიანის თქმით ამჟამად საუბარი ერთ კონკურსანტზეა თუმცა სავარაუდოა, რომ ეს რიცხვი გაცილებით დიდია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42