„ეს ტენდენცია ხშირად შეიმჩნევა იუსტიციის საბჭოს წევრების და რიგი მოსამართლეების გამოსვლაში. ისინი რატომღაც აიგივებენ იუსტიციის საბჭოს მიმართ გაკეთებულ განცხადებებს სასამართლოსთან და აცხადებენ, რომ ეს არის ზეწოლა სასამართლოზე. არა ბატონებო, იუსტიციის საბჭო არ არის სასამართლო ხელისუფლების ორგანო, იგი მართლმსაჯულებას არ ახორციელებს და ვერანაირად ვერ გაიგივდება მისი მისამართით გაკეთებული განცხადება სასამართლო ხელისუფლებასთან. პრეზიდენტი, რომელიც ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის პირია საქართველოში, იგი არის კონსტიტუციური უფლებების დაცვის და სახელმწიფო ორგანოების ფუნქციონირების გარანტი. მას არათუ უფლება აქვს, არამედ ვალდებულია ნებისმიერ საზოგადეობისთვის მტკივნეულ და პრობლემურ საკითხზე მოსაზრება გამოთქვას და საკუთარი შეფასება დააფიქსიროს. მე ვერ გეტყვით, ვისი განსჯის საგანი უნდა გახდეს მოსამართლეების მხრიდან პრეზიდენტის მისამართით გამოთქმული მოსაზრებები, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარკვეული კამპანიური ხასიათი მიიღო პრეზიდენტის მიმართ ასეთმა დამოკიდებულებამ და კონსტიტუციის ამოფარებამ.“
კვერენჩხილაძის თქმით კონსტიტუციის არცოდნა და უვიცობაა იმის განცხადება, რომ პრეზიდენტს იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრების დაფიქსირების უფლება არ აქვს.
მასალის გამოყენების პირობები






