ოთარ დანელია კომპანიების „ლაქტალისა“ და „სანტეს“ წარმომადგენლებს შეხვდა
პოლიტიკა - 19:04, 02 Feb, 2016     1192
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია რძის პროდუქტებისა და ყველის უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიის "ლაქტალის ჯგუფის" ვიცე–პრეზიდენტს, მიშელ ნალეს, "ჯი–ემ–თი ჯგუფის" პრეზიდენტს, გიორგი თავაძეს და კომპანია "სანტეს" გენერალურ დირექტორს, ერეკლე გამყრელიძეს შეხვდა.

შეხვედრაზე ადგილობრივი რძისა და რძის პროდუქტების წარმოების განვითარების პერსპექტივები და მსოფლიო ბაზარზე მისი პოპულარიზაციის საკითხები განიხილეს. ფრანგული კომპანია "ლაქტალისი" რძის პროდუქტების მწარმოებელი ქართული კომპანიის "სანტეს" ერთ-ერთი აქციონერი გახდა, რაც კომპანიას მისცემს საშუალებას წარმოაჩინოს ქართული პროდუქტები მსოფლიო ბაზარზე და განავითაროს ადგილობრივი რძისა და რძის პროდუქტების წარმოება. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მსოფლიოში უმსხვილესი ფრანგული კომპანიის "ლაქტალის“ ქართულ ბაზარზე შემოსვლა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართული რძის პროდუქტების პოპულარიზაციაში და ხელს შეუწყობს ქართული ეკონომიკის განვითარებას.

"ლაქტალის ჯგუფის" ვიცე–პრეზიდენტმა, მიშელ ნალემ სოფლის მეურნეობის მინისტრს კომპანიის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო სტანდარტებით წარმოებული ქართული რძის პროდუქტები ექსპორტზე ქართული სავაჭრო ნიშნით გავა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართული ყველისა და მაწვნის ბრენდირების და საექსპორტო პოტენციალის საკითხებს.

ოთარ დანელიამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ქართულ ბაზარზე მსოფლიო ბრენდის შემოსვლა. მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ქართული ყველის ისტორიის და სახეობების შესახებ და აღნიშნა, რომ ქართული ყველის წარმოების ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულმა ყველის ფესტივალმა ტრადიციული სახე მიიღო.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სურსათის ეროვნული სააგენტოს და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოების საქმიანობას, ასევე ფერმერთა რეგისტრაციის პროგრამას. შეხედრაზე ოთარ დანელიამ ხაზი გაუსვა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მნიშვნელობა და აღნიშნა, რომ აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესი წარმატებით ხორციელდება.

სოფლის მეურნეობის სამისნიტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, მინისტრის მრჩეველი ზურაბ ჩეკურიშვილი და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზაზა დოლიძე ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42