„ქართული ოცნება კრიტიკას გაექცა“- რატომ გააუქმა ზვიად კვაჭანტირაძემ ევროსაბჭოში ვიზიტი
პოლიტიკა - 18:09, 02 Feb, 2016     1454
არასაპარლამენტო ოპოზიციამ სტრასბურგში ვიზიტი დაასრულა. საარჩევნო გარემოზე მომუშავე ჯგუფი სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს შეხვდა და საქართველოში არსებული საარჩევნო სისტემის მანკიერების შესახებ ინფორმაცია გააცნო.

ოპოზიციონერებმა საზღვარგარეთ გამართული მაღალი რანგის შეხვედრები დადებითად შეაფასეს.

როგორც „ნიუპოსტს“თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარემ კახა კუკავამ განუცხადა, მათ მიიღეს დაპირება რომ შეიქმნება სპეციალური ჯგუფი რომელიც საქართველოში არსებულ ვითარებაზე მოხსენებას მოამზადებს. ამასთან გაზაფხულის სესიაზე სტრასბურგში გაიმართება სპეციალური მოსმენა საქართველოს საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით.

ამის პარალელურად „ნიუპოსტისთვის“ ვიზიტის დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი.

ოპოზიციამ საარჩევნო გარემოზე ინფორმაცია ევროპის სოციალისტური პარტის ლიდერებსაც მიაწოდა, სხვათაშორის ეს ის პარტიაა რომელშიც თავად "ქართული ოცნება" არის გაწევრიანებული.

როგორც ირკვევა სტარზბურგში დაგეგმილ შეხვედრას „ქართული ოცნებიდან“ ზვიად კვაჭანტირაძეც უნდა დასწრებოდა, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, უმრავლესობის ლიდერმა წინასწარ დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა და სასტუმრო „მერკურში“ ჯავშანი შაბათს მოხსნა.

„ნიუპოსტს“ აღნიშნული ინფორმაცია კახა კუკავამ დაუდასტურა. ინტერპარტიული ჯგუფის წევრი თვლის, რომ მმართველი ძალის წარმომადგენელი საარჩევნო სისტემის კრიტიკას გაექცა.

„ზვიად კვაჭანტირაძე არ ესწრებოდა საპარლამენტო ასამბლეას, მათ შორის არც იმ ფრაქციის სხდომას, რომლის წევრი თვითონ არის. ეს ფაქტი ბუნებრივია გასაკვირი აღმოჩნდა ავროსაბჭოს ერთ-ერთი წამყვანი პარტიისთვის და ბუნებრივია ჩვენთვისაც“- აღნიშნა კუკავამ.

არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრი აცხადებს, რომ სტრაზბურგში ხელისუფლება თავს არიდებს იმ შეხვედრებში მონაწილეობას, სადაც კრიტიკული აზრი შეიძლება დაფიქსირდეს.

„ევროსაბჭოში ყველამ გაიგო, რომ ჩვენი ოპონენტები ხელისუფლებიდან თავს არიდებდნენ ჩვენან დებატებს. ოცნებას რომ არგუმენტები ჰქონოდა ამ დისკუსიას თავს არ აარიდებდნენ“- უთხრა კუკავამ „ნიუპოსტს“.

მისი თქმით, ევროპელი ლიდერებისგან მათ მიიღეს დაპირება, რომ ქართულ ოცნებას ოპოზიციასთან საარჩევნო გარემოზე დისკუსიას აიძულებენ.

„ნიუპოსტი“ თავიად კვაჭანტირაძეს დაუკავშირდა. „ქართული ოცნების“ წევრმა აღნიშნა, რომ ევროსაბჭოში არც კი ჰქონია ვიზიტი დაგეგმილი.

„ან მიზანმიმართულ ტყუილთან გვაქვს საქმე, ან არცოდნასთან.

სტრასბურგში არანაირი სპეციალური ან წინასწარ შეთანხმებული შეხვედრა მე არ მქონია.

პირიქით, ევროპარლამენტის წარმომადგენელ სოციალისტებთან შეხვედრა სწორედ თბილისში მქონდა გასულ სამშაბათს და ოთხშაბათს. ისინი აქეთ, თბილისში იყვნენ ჩამოსულები და უპირველესად , სწორედ ამ მიზეზით საერთოდ არ წავსულვარ სტრასბურგში ამჯერად.

ასეთ ჭორებზე თუ ჰიპოთეზებზე სხვა კომენტარის გაკეთება ზედმეტად მიმაჩნია. ჩემთან პოლემიკის ხარჯზე პიარს არავის გავაკეთებინებ.

ამას გარდა, გასულ კვირაში სხვა პარტიული ამოცანებიც მქონდა და მათ შორის გარდაბნის არჩევნებისთვის მზადება ნამდვილად არ იყო ბოლო ადგილზე. ასე რომ, მოვრჩეთ მეზღაპრეობას“ - ამბობს უმრავლესობის ლიდერი.

დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42