როგორც ალეკო ელისაშვილი აცხადებს, თუ კომისია შეიქმნება, ის იმ პირის ვინაობას დაასახელებს, ვინც მას პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით კორუფციული ფაქტებზე მაღალჩინოსნებზე ინფორმაცია მიაწოდა.
"საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას მოვითხოვთ იმიტომ, რომ ის რეგლამენტის სამი მოთხოვნიდან ორს პირდაპირ აკმაყოფილებს . არის მაღალი თანამდებობის პირების კორუფციაში მონაწილეობა და არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. კომისიის შექმნა საჭიროა იმისთვის, რომ უფრო საჯარო გახდეს და მეტი ადამიანისთვის იყოს გასაგები მნიშვნელოვანი მოწმეების ჩვენებები. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე მოსაზრება კიდევ უნდა გავცვალოთ. გვაქვს პრინციპული თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ ფრაქცია უახლოეს მომავალში დასვამს კომისიის შექმნის საკითხს და ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ. პროკურატურას წყაროს მხოლოდ იმიტომ არ ვუსახელებ, რომ გამოძიებას არ ვენდობი. პროკურატურა მხოლოდ ჩაფარცხვაზე მუშაობს. კომისია შეიქმნება თუ არა, აუცილებლად დავასახელებ იმ თანამდებობის პირს, იმ გარემოებებს, ყველა დეტალს, რაზეც ეს ადამიანი მესაუბრა. იმედი მაქვს, „ქართულ ოცნებაში“ დარჩნენ პასუხისმგებლობის მქონე, ადეკვატური დეპუტატები, რომლებიც კომისიის შექმნას მხარს დაუჭერენ “ - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
თავისუფალი დემოკრატები ალეკო ელისაშვილს ნდობას უცხადებენ და აცხადებენ რომ აუცილებელია ამ საკითხთან დაკავშირებით არცერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი:
"ვენდობი ალეკო ელისაშვილს იმაში, რომ პროკურატურა აქ არის როგორც მხარე და პროკურატურა იჭერს ხელისუფლების მხარეს, მაგრამ რადგან საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს, ამიტომ ძალაინ მნიშვენელოვანია, რომ არცერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი და ეს პროცესი მიმდინაეობდეს ღიად", - განაცხადა თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე ნინო გოგუაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






