1. რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან/და ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას - გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით- გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით.
3. რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება - გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
4. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით -გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
კომიტეტზე მსჯელობის შედეგად კანონპროექტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
„პირის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარით ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 600 ლარია. რელიგიური სიწმინდეების და საკულტო ნაგებობების წაბილწვა 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს, ხოლო გამეორების შემთხვევაში 100 ლარი.”
სოსო ჯაჭვლიანის კანონპროექტს მხარი კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, მერაბ კაჭახიძემ ფატი ხალვაშმა და ვლადიმერ აჩბამ დაუჭირა.
კანონპროექტის ავტორი ზვიად ტომარაძეა (დემოგრაფიული განვითარების ფონდის დირექტორი), ინიციატორი კი უმრავლესობის დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი.
მასალის გამოყენების პირობები






