„კანონპროექტის მიღების მიზანია სახელმწიფოს მხრიდან ქვეყანაში არსებული რელიგიების და მათი მიმდევრების შეურაცხყოფისგან დაცვა. კანონპროექტის მიხედვით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ხდება დასჯადი ქმედება და სამართალდამრღვევს ეკისრება ფულადი ჯარიმა.“- აღნიშნულია კანონპროექტის აღწერაში.
სოსო ჯაჭვლიანის თქმით დასჯადი ხდება როგორც მორწმუნეთა გრძნობების, ასევე რელიგიური შენობების შეურაცხყოფა:
"რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციების, ღვთისმსახურისა და მორწმუნეების მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა, ან ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხოფას, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარით. რელიგიური შენობების, და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერ წარწერის გაკეთება, ან დაზიანება, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით", - განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






