"მე თვითონ ვაწარმოებ მოკვლევას" - მურუსიძე მოსამართლეთა ტესტირების სკანდალზე
პოლიტიკა - 14:16, 02 Feb, 2016     1508
საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციაზე კომენტარი იუსტიციის საბჭოს მდივანმა გააკეთა. ლევან მურუსიძის თქმით ამ საკითხებზე მოკვლევა უკვე მიმდინარეობდა, ამ დოკუმენტის გამჟღავნება და ინფორმაციის გაჟონვა კი ზოგიერთი პირის მიერ საკუთარი თავის დაცვას ემსახურება.

„რეალურად ამ საკითხზე უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს მუშაობა. მე თვითონ ვაწარმოებ ამასთან დაკავშირებით მოკვლევას. უბრალოდ ამ ინფორმაციამ რაღაცნაირად გაჟონა. შეიძლება გარკვეულ პირებს რაღაცნაირად შეეხოს და შესაბამისად თავდაცვით ჯავშანს იკეთებს, რომ ვითომ არის გარკვეულ საკითხებზე მებრძოლი. ამასთან დაკავშირებით ეტყობა ვადაზე ადრე გაჟონა ინფორმაციამ, რომელზეც იუსტიციის საბჭო მუშაობდა. საზოგადოებისთვის არაფერი დამალული არ იქნება“- განაცხადა ლევან მურუსიძემ.

ის, რომ ამ საკითხზე იუსტიციის უმარლეს საბჭოში მოკვლევა მიმდინარეობს ჟურნალისტებთან დაადასტურა საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა შოთა გეწაძემ. გეწაძის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ მოხდა დახურულ რეჟიმში მიმდინარე მოკვლევასტან დაკავშირებით ინფორმაციის წინასწაერი გამჟღავნება.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესის დროს არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართა. ახვლედიანმა არასამთავრობო სექტორს დარღვევებთან დაკავშირებით კონკრეტული დოკუმენტაცია გააცნო, რომლითაც დგინდება, რომ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდისას ერთ-ერთმა კონკურსანტმა წინასწარ იცოდა ტესტის პასუხები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42