იუსტიციის საბჭოს წევრების განცხადებით მათი მისამართით არასამთავრობოების და პრეზიდენტის მხრიდან წამოსული შენიშვნები უარგუმენტო და უსაფუძვლოა , მიზანი კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და სასამართლო სისტემის დისკრედიტაციაა. თუმცა საბჭოს წევრების განცხადებით ისინი ელოდებიან შენიშვნების და რეკომენდაციების მოსმენას, რომელიც მათთან აქვთ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების და სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლებს.
"უნდა დამთავრდეს სასამართლოს ლანძღვა, კრიტიკა გასაგებია, მაგრამ უნდა დავილაპარაკოთ. იდეალური არაფერია, მაგრამ როგორ უნდა შევიტანოთ საბჭოს მუშაობაში კორექტივები, თუ ვერ დავილაპარაკეთ,“ - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ.
მოსამართლე ლევან თევზაძის თქმით, იუსტიციის საბჭოს წინააღმდეგ აგორებული ამბების მიზეზიო არის ის , რომ გარკვეულ პირებს, კონკრეტული მოსამართლეების დანიშვნის სურვილი აქვთ და არ გამოსდით:
„ვინმეს თუ უნდა რომ კონკრეტული მოსამართლე დაინიშნოს და ვერ ინიშნება, ეს მათი პრობლემაა და გვაძლევს ეჭვის საფუძველს, რომ ზუსტად ამიტომ არის აგორებული ეს ამბები,“ - აღნიშნა ლევან თევზაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






