საქართველოს თავდაცვის მინისტრი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა
პოლიტიკა - 10:54, 02 Feb, 2016     1190

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა სომხეთის პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე. თინათინ ხიდაშელმა სერჟ სარგსიანს სომხეთის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შედეგები და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამომავლო გეგმები გააცნო.

„ჩვენ გვაქვს რამდენიმე თემა, რომელიც სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებში თავდაცვის სფეროში ითხოვს გადაწყვეტას და პრეზიდენტთან საუბრისას ზუსტად ამ თემებზე გამახვილდა ყურადღება,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე ისაუბრეს. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, საქართველო მზადაა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში აქტიური როლი ითამაშოს. „საქართველოს ძალიან მარტივი პოზიცია აქვს - ჩვენ გვინდა რეგიონში ვიყოთ მშვიდობის უზრუნველმყოფი ქვეყანა. მზად ვართ ვითანამშრომლოთ ნებისმიერ ფორმატში და ნებისმიერი მიმართულებით, თუ ეს დაეხმარება რეგიონში მშვიდობას. ნებისმიერი დესტაბილიზაცია, იქნება ეს მთიანი ყარაბახის მიმართულებით თუ რაიმე სხვა, იქნება პრობლემა საქართველოსთვის, ზუსტად ისეთივე მასშტაბის, როგორც იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ჩართული იქნებიან კონფლიქტში. როგორც აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ პრობლემის მოგვარებაში ვეძებთ მშვიდობას და მაქსიმალურად მშვიდობიან გზებს, ზუსტად ასევე დაინტერსებულები ვართ, რომ ნებისმიერი სხვა მიმართულებით ამ მშვიდობის ძიებაში ვიყოთ ერთ-ერთი მთავარი მონაწილე. ამ თვალსაზრისით, ჩვენი ორი ქვეყნის პოზიციები თანხვედრაშია ერთმანეთთან. სომხეთის პრეზიდენტი ძალიან ღიად და კმაყოფილი შეხვდა ამ პოზიციის კიდევ ერთ დადასტურებას, რაც მას დარწმუნებული ვარ არაერთხელ მოუსმენია ჩემი კოლეგებისგან სხვა შეხვედრებზეც და სხვა ფორმატებში. ჩვენ შევთანხმდით, რომ ნებისმიერი თემა, ნებისმიერი საკითხი, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მხარეებს შორის, ძალიან სწრაფად შეიძლება მოგვარდეს, თუ პირდაპირი კომუნიკაციის გზები გაჩნდება და სწორედ ეს იყო ამ ვიზიტის მთავარი ამოცანა,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42