ინტერპარტიული ჯგუფის შეხვედრაზე საარჩევნო კოდექსის ცვლილების აუცილებლობაზე იმსჯელებენ
პოლიტიკა - 10:48, 02 Feb, 2016     834
ინტერპარტიული ჯგუფის წევრები დღეს საარჩევნო კოდექსის ცვლილების აუცილებლობაზე იმსჯელებენ და მათი წარმომადგენლების მიერ ვენეციის კომისიაში და ევროსაბჭოში გამართულ შეხვედრებს შეაჯამებენ.

„ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარის მამუკა კაციტაძის განცხადებით შეხვედრაზე საუბარი იქნება საარჩევნო კოდექსის ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტში მათ მიერ წარდგენილ ინიციატივაზე, ამასთანავე კაციტაძის თქმით საჭიროა, რომ პრემიერთან მომავალი შეხვედრის ფორმატი და თარიღი ჩაინიშნოს:

„საინტერესოა როდის ჩაინიშნება საკომიტეტო და პლენარულ სხდომაზე მოსმენა ჩვენი ინიციატივისა, რომელიც 200 ათასი ხელმოწერით არის გამაგრებული. პრემიერითან შეხვედრის შემდეგ ერთი კვირა გავიდა და ალბათ უკვე დროა მისი მხრიდან კონკრეტული ფორმატი და თარიღი ჩაინიშნოს მომავალი ურთიერთობისა, ამ თემაზეც გვექნება საუბარი.“- განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

„ეროვნულ დემოკრატიული პარტიის“ ლიდერის ბაჩუკი ქარდავას თქმით ინტერპარტიული ჯგუფი მოლოდინის რეჟიმშია და პრემიერის მხრიდან კონკრეტულ წინადადებებს მოელის:

„ვენეციის კომისიასთან ჩვენი წარმომადგენლების და პარტნიორების შეხვედრა საკმაოდ წარმატებული იყო, ასევე წარმატებული იყო შეხვედრები ევროსაბჭოში და ამ შეხვედრებს შევაჯამებთ, რაც შეეხება ძალიან მნიშვნელოვან თემას, პრემიერთან შეხვედრის შედეგებს, ვიტყოდი რომ არ ყოფილა არანაირი კონკრეტული წინადადება და შემოთავაზება, ჩვენ ვართ მოლოდინში“- აღნიშნა ბაჩუკი ქარდავამ.

შეხვედრაზე პაატა დავითაიასა და კახა კუკავასაც მოუსმენენ, რომლებიც სტრასბურგიდან დაბრუნდნენ. განიხილება ის საკითხებიც, რომელზეც თბილისში ინტერპარტიული ჯგუფისა და ვენეციის კომისიის წევრების შეხვედრის დროს უნდა ისაუბრონ. ვენეციის კომისიის წარმომადგენლები საქართველოში 15 თებერვალს ჩამოვლენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42